• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა აუცილებლობას წარმოადგენს შუა ომის დროს ამ თემაზე საუბარი? მაინცდამაინც ახლა რატომ არის ეს აუცილებელი?”-ნანა ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
11:50 03-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში საქართველოს ნეიტრალიტეტის თემის გარშემო გააქტიურებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე. მსახიობი ამბობს, რომ თემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიზანმიმართულად წამოჭრა და გაააქტიურა.

„რატომ ასწიეს მაინცდამაინც ახლა ნეიტრალიტეტის თემა მიშამ და ნაცებმა?

თუ “ქართული ოცნება” განცხადებებში ოდნავ მაინც დაუშვებს ამაზე მსჯელობის ალბათობას, ატეხენ ამბავს შიგნითაც და გარეთაც, ესენი უარს ამბობენ ევროკავშირზე და ნატოზე, რუსეთუმეები არიანო.

თუ პირიქით, მკაფიოდ გაიმეორებენ იმას, რაც თვითონ ჩაწერა “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციაში ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით, დღევანდელ სიტუაციაში ეგ ნიშნავს რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას და არსაიდან საბაბის მიცემას. თან რუსეთს ომი ოთხმილიონიან ქვეყანასთან ათჯერ ურჩევნია, ვიდრე ორმოცმილიონიან უკრაინასთან.

ოცნებაში ჭკუა ეყოთ, მიუხვდნენ, ამ რუსულკაუჭიან ანკესზე არ წამოეგნენ და საერთოდ არ შევიდნენ თემაში. დღეს ასეთი პოლიტიკა ფიზიკური გადარჩენის დონეზე მნიშვნელოვანია, ხვალ ახალი გეგმები იქნება გასაწერი, ეროვნული, ქართული, ევროპული!“- წერს მსახიობი.

რაც შეეხება თემის გააქტიურების მიზნებს, ნანა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ნეიტრალიტეტზე აქცენტების გადატანა ქვეყნის მტრობის ტოლფასია.

„ახლა რაც შეეხება თემის “გაპიარების” ავტორებს: მე თუ არასწორად გავიგე რამე, ვინმემ მიპასუხეთ, რა აუცილებლობას წარმოადგენს შუა ომის დროს ამ თემაზე საუბარი? მაინცდამაინც ახლა რატომ არის ეს აუცილებელი? თქვენ მოღალატეები არ ხართ, თქვენ თავად ხართ მტრები ოკუპანტთან ერთად, მოღალატეა ის, ვინც თქვენი და პუტინის საქმეს აკეთებს!“ – წერს მსახიობი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved