• რეკლამა
  • კონტაქტი
07:16, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის სტრაბიზმი, რა გართულებები ახლავს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა? – მაია საგინაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:50 04-18-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,164

სტრაბიზმი თვალის პერიოდული ან მუდმივი სიელმეა. სამწუხაროდ, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მსოფლიოში საშუალოდ, ოციდან ერთ ბავშვს აღენიშნება. მისი შემჩნევა ყოველთვის არ არის ადვილი, შესაძლო ჩვილობის ასაკიდანვე იყოს შესამჩნევი, ან მოგვიანებით, სკოლამდელ ასაკში განვითარდეს ისე, რომ ადვილად შეამჩნიოთ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი მხოლოდ ბავშვებში არ გვხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ სიელმემ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება ან მხედველობის პერსისტირებული დაკარგვა დროთა განმავლობაში, სტრაბიზმის დროული, სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებელია.

„ალიას“ ესაუბრება ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული ოფთალმოლოგი, 27 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, მაია საგინაშვილი. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სიელმის როგორც კონსერვატიულ, ასევე ქირურგიულ მკურნალობას ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე რეფრაქციული ანომალიების მართვა და მკურნალობა.

–რა არის სიელმე?

–სიელმე პათოლოგიაა, რომლის დროსაც დარღვეულია თვალების სიმეტრიული დგომა პირველ პოზიციაში და მათი პარალელური მოძრაობის უნარი. გარდა ამისა, სიელმის დროს, შესაძლოა იყოს ერთი ან ორივე თვალის დაბალი მხედველობა, შესაძლოა იყოს გაორება, აგრეთვე გვხვდება თავის და კისრის არჩევითი, კომპენსატორული მდებარეობა. ასევე, სიელმის დროს პაციენტს არ აქვს განვითარებული სიღრმითი, ანუ მოცულობითი მხედველობა.

–რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები?

–გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რეფლაქციის ანომალია როგორიცაა შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი, თვალის კაკლის სხვადასხვა წარმოშობის ორგანული დაავადებები. აგრეთვე თვალის მამოძრავებელი აპარატის დაზიანება, ტოქსიური, ან ტრავმული გენეზის მის ცენტრალურ ან პერიფერიულ დონეზე.

–რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პათოლოგიამ, თუ მკურნალობის სწორად დაგეგმვა არ მოხდება?

–სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს ზარმაცი თვალის განვითარება, როდესაც ერთი თვალი მყარად გადახრილია საფიქსაციო ღერძიდან, ის არ მონაწილეობს მხედველობის აქტში, შესაბამისად, როდესაც მშობელი შენიშნავს ბავშვს სიელმის პრობლემას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმ ოფთალმოლოგს. დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დროულად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.

–როგორც ვიცი, მოზრდილებში გვხვდება სიელმე, ადამიანებში, რომლებსაც ბავშვობაში არ ჰქონიათ მსგავსი პრობლემა, რას შეიძლება მიგვანიშნებდეს მოზრდილებში უეცრად გამოხატული სიელმე?

–სტატისტიკურად სიელმე ბავშვთა ასაკთან ასოცირებული პათოლოგიაა, თუმცა, კი, გვხვდება მოზრდილებშიც. მოზრდილებში ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვობის ასაკიდან არანამკურნალევი სიელმე, ან და შემდგომში განვითარებული.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, მოზრდილ ასაკში მწვავედ და უეცრად განვითარებული სიელმე ყოველთვის მიანიშნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გარკვეული პათოლოგიის, სხვადასხვა გენეზის დაავადების არსებობას, ამიტომაც ასეთ პაციენტს დროული დიაგნოსტიკა და დაავადების როგორც დროული, ასევე სწორი მართვა ესაჭიროება.

–როგორია ამ პათოლოგიის მკურნალობის მეთოდები კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში?

–სიელმის მკურნალობა მოიცავს კონსერვატიული და ქირურგიულ მეთოდებს. ნებისმიერ მეთოდს გააჩნია სამედიცინო ჩვენება და ამას ექიმი ირჩევს შესაბამისად დიაგნოზის დასმის შემდეგ. კონსერვატული მკურნალობა მოიცავს სათვალის შერჩევას, სპეციალურ აპარატურულ მკურნალობას, ხოლო ქირურგიული ჩარევა ხორციელდება ექსტრორგანულ კუნთებზე, მათი შესუსტებით, გაძლიერებით, გადანაცვლებით მიიღწევა შესაბამისი ეფექტი შესაძლებელია ორივე მეთოდის კომბინაციაში გამოყენება.

კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიური სამსახური წარმოდგენილია პროფესიონალი, კვალიფიციური და გამოცდილი ექიმთა გუნდით, აგრეთვე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო თუ ქირურგიული აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს ექიმთა გუნდს პროფესიონალურად მართონ ნებისმიერი სირთულის პათოლოგია და წარმატებით ჩაატარონ ურთულესი ოპერაციები.

თეგები: მაია საგინაშვილინიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved