სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
კობახიძეს ე.წ. დებატების დროს მისი 2018 წელს ნათქვამი ფრაზა შეახსენეს:
„ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ ლიდერს, წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს არც ერთი“
კობახიძემ თავი იმართლა, მე ეგ მაშინ საპარლამენტო გუნდთან დაკავშირებით ვთქვიო.არადა, ირაკლი კობახიძე სწორედ იმ პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ, რომლის წევრიც ლილუაშვილი იყო.გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე:თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარის აღება.
კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელს გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ გამოართვა 1,5 მილიონი ლარი.
ქოლ-ცენტრებს მფარველობდა და ამ დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ქრთამის სახით 1 365 000 $ მიიღო.
ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რომელიც მეწარმეებისგან ქრთამის სახით ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.
დღეს სამთავრობო გუნდზეც იგივეს ვიტყვიო, დააყოლა კობახიძემ გუშინდელ თავისმართლებას. იმ გუნდზე ამბობს, რომლის 14 წევრიდან 7 მინისტრი ოფიციალური მილიონერია.














კომენტარები