• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ახალი “მტკიცებულება” აქვს გამყრელიძეს და რა შეიცვალა კონდიციონერთან მიმართებაში?

ალია ავტორი - ალია
14:36 07-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადება:

„ევროპის დაავადებათ კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით და რეკომენდაციებით, მუდმივად იყო მსჯელობა ე.წ. ვენტილატორებსა და გაგრილების საშუალებებზე ანუ კონდიციონერებზე. უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდინციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოცდების პროცესში კონდიცირების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ადამიანებს პირბადე ეკეთოთ. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს გარკვეული წუხილი ჰქონდათ, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში შემაწუხებელია. დაგეთანხმებით, გარკვეულწილად შემაწუხებელია და მათი აზროვნების კონცენტრაცია ამ დროს შეიძლება გაიფანტოს. ეს არგუმენტი, ზოგადად, ნაკლებ დამაჯერებელია, მაგრამ აქაც გამოინახა კომპრომისი იმ თვალსაზრისით, რომ პირბადის ხმარება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში. მათ შორის, აბიტურიენტი პირბადით უნდა შევიდეს გამოცდაზე. საგამოცდო ბილეთის აღების დროს კომისიის წევრებთან და ზედამხედველებთან კონტაქტის დროს, ანუ როდესაც ერთამენთან საუბრობენ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.

მაგიდები მეჩხერად არს განლაგებული, განახევრებულია და მათ შორის მარცხნივ და მარჯვნივ დისტანცია მინიმუმ 2 მეტრია, ასევე არის ე.წ დეზობარიერი. მაგიდასთან დაჯდომის დროს ვუშვებთ შემდეგ შემთხვევას, რომ თუ აბიტურიენტს არ სურს ატაროს ბირბადე, შეუძლია წერის დროს მოიხსნას, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებელია, რომ მას პირბადით ესაუბროს. თუ სურს საპირფარეშოში გასვლა, აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ასევე წერის დასრულების შემდეგ, როცა უნდა ჩააბაროს ნაწერი, პირბადე უნდა ეკეთოს. ანუ მაგიდასთან მუშაობის დროს, თუ მას პირბადე აწუხებს პირბადის მოხსნა შეიძლია, ამისთვის არავინ დასჯის.

როგორც ინფორმაცია მაქვს, ყველა ოთახს, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება, ბუნებრივი აერაციის საშუალება აქვს. ანუ ფანჯრები, რომლებიც მუდმივად ღია იქნება. ასევე ყველა ოთახში იქნება ტემპერატურის საზომი მოწყობილობა. ხოლო თუ ოთახის შიდა ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ გარკვეული პერიოდულობით კონდიცირება ჩაირთვება, რომლითაც ასევე ყველა ოთახი არის აღჭურვილი. ოღონდ კონდიცირების ჩართვის დროს აბიტურიენტებმა ისევ ნიღაბი უნდა გაიკეთონ“

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს არის ის პროცედურები, რომლებიც უნდა დაიცვას ყველამ და რომელიც ინფექციის გავრცელების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved