• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, კვირა, 1 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვისლად მეკუთვნოდა თადუმაძე, ოპააა, ვისი ჯოხი უნდა გადაგატყდეს, ბიჭო-მეთქი?” – ინტერვიუ ემზარ კვიციანთან

ალია ავტორი - ალია
16:44 06-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

რამდენიმე დღის წინ, დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წევრმა, ემზარ კვიციანმა, სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ სამართლიანობისთვის იწყებს ბრძოლას და შიმშილობის დაწყებას აპირებს.

“ალია” დეპუტატს დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად:

-მთელი მსოფლიო წამესია მაშინ, გადაწყვეტილი რომ ჰქონდათ, რომ აფხაზეთი გადაეცათ რუსეთისთვის, ჩვენ ვიყავით ცოტანი, მაგრამ პარტიზანული ბრძოლა შედეგს გამოიტანდა. ამის გამო ხელი შეუწყვეს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ოქრუაშვილის მოყვანას ხელიუსუფლებაში რუსებმა. აგერ თქვა მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა, ფაქტები არსებობს, რომ „გრუს“ ჯაშუში ოქრუაშვილი ჯგუფს ამზადებდა შემოსასვლელადო!

მე კოდორში დავიძახე დაუმორჩილებლობა, სამი კაცი ვიყავით, ამ სამიდან 2 გაამართლეს ამბოხში, 12 მთის იქით, ზეპირად რაღაცა დავიმუქრე, ამის გამო გამასამართლეს და ოქრუაშვილი აგერ დაესხა თავს პარლამენტს. არც სააკაშვილის, არც მერაბიშვილის, არც ოქრუაშვილის წინააღმდეგ არ აღძრულა სამშობლოს ღალატის მუხლით საქმე, რუსეთის სპეცსამსახურებს რომ შეეკრნენ, არც მიდის ძიება. სხვა რაღაცებზე ედავებოდნენ და ამიტომაც მიაკერეს პოლიტიკური სარჩული. ეს შეგნებული ღალატია.

ხალხი რომ ოფშორებში ინახავდა ფულს, მე ვშრომობდი და კამეჩებს დავსდევდი, დამცინოდნენ ამის გამო – ისიც არ შემარგო საქართველოს ხელისუფლებამ.

1997 წელს მოღალატე სააკაშვილის დახმარებით, სპეციალურად შეიქმნა ისეთი კანონი (426 მუხლი), რომლის მიხედვითაც, წინასწარ დაიგეგმა ქართველი ხალხის რეპრესიები.

სასამართლო პროცესი გაწელეს, ეგონათ ცოცხალს აღარ გამომიშვებდა რუსეთი უკან, მაგრამ მე არ დამირღვევია ომის კანონი, არც დაწერილი, არც დაუწერელი, არც ერთი ტყვე არ მიწამებია, ვერტმფრენები რომ ჩამოვაგდეთ, ავედი, საფლავები გავთხარე და ჯვარი დავასვე. წკიპურტიც არ მოხვედრია არავის, ვინც ჩემთან ტყვედ იყო – იმიტომ, რომ აფხაზები და ჩვენ, ოსები და ჩვენ, რუსები და ჩვენ, ჩეჩნები და ჩვენ, ყაზახები და ჩვენ – ერთ სამშობლოში დავიბადეთ სუყველა, გადაგვამტერეს – მაგრამ მოვა დრო და დავსხდებით სალაპარაკოდ, არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ თვალებში შეხედვის შეგვრცხვეს.

მოსკოვის 1994 წლის მაისის შეთანხმებით, საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კოდორის ხეობაში შესვლის უფლება, კაპიტულაციას მოასწერეს ფაქტიურად მაშინ ხელი, ჩვენ ვთქვით, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ არ მივიღებთ ამ კაპიტულაციას და გამოვაცხადეთ, რომ არც მოსკოვს, არც სოხუმს, არც თბილისს და არც არავის ვექვემდებარებით. შეხვედრა გვქონდა აფხაზებთან და მაშინ ფაქტებით ვთქვი, რამდენი ტყვე გავუშვით საღსალამათი და ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ტყვედ აიყვანეს ისე დამიბრუნეს, რომ არც გული, არც ყური, არც ცხვირი, არაფერი ჰქონდა, ყველაფერი ამოაჭრეს… და კიდევ ქართველები ვიქცევით ცუდად? – მოკვდნენ, თავი ჩახარეს – რუსი გენერალი იაკუშევი ესწრებოდა ამ შეხვედრას და თქვა, შენს წინაშე ვდებ პირობას, არც ერთი გასროლა არ იქნება ჩვენგან კოდორის ხეობაშიო – მართლაც ასე იყო.

2006 წელს პუტინი და სააკაშვილი  ერთმანეთს შეხვდა, სოჭში, გემით გავიდნენ ზღვაში, ერთი-ერთში ისაუბრეს, ჩამოვიდა და ერთ თვეში თავს დაგვესხა მიშა კოდორში.

ოქრუაშვილმა რომ ბრძოლები დაიწყო და ქართველებს და ოსებს ერთნაირად ესროდა, 17 ქართველი რომ დაიღუპა ოქრუაშვილის ხელიდან – მაშინ ოქრუაშვილის ჯგუფში იყვნენ თუშები და მაგათ მომიყვნენ. რამაზაშვილიც იქ იყო, გულანთებული კაცი და მერე ჩასვეს ციხეში, რადგან, რამაზაშვილი ის კაცი იყო, ვისაც შეეძლო ჯგუფი შეექმნა და ებრძოლა რუსების წინააღმდეგ, ტანკებით რომ შემოხრიგინდნენ 2008 წელს და ეგ არ უნდოდათ.

– თქვენს სასამართლო პროცესებზე რაც ხდებოდა, კარგად იცის „ალიას“ მკითხველმა. ერთდერთი გამოცემა ვიყავით, რომლის ჟურნალისტი, ნანა სულავა ესწრებოდა ყველა პროცესს და დეტალურად აშუქებდა… „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ თქვენს წერილს დავუბრუნდეთ. თქვენ ახლა რაც დააანონსეთ, თქვენი წერილით, ისე ჟღერს, როგორც ომის გამოცხადება

– ომის გამოცხადებას ვერ დავარქმევ, ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის.  70 ათასი ქართველია რეპრესირებული. 2006 ხომ წამართვეს ქონება. 2014 წელს, ამ ხელისუფლების პირობებში ჩამოვედი, ჩამსვეს ციხეში, ერთი წელი მაყურყუტეს, 800 კოდორელი დაკითხეს, მართალი ვიყავი, გავმართლდი. ის საფუძველი, რომელიც ედო ჩემი ქონების წართმევას, გამოეცალათ, ქონებას მაინც არ მიბრუნებენ. მოსამართლე ეხვეწება პროკურატურას, მოურიგდით, არ ხართ ამ კაცთან მართალიო.

ჩემი საქმე გამოსაძიებლად თავდაპირველად იმ ხალხს მისცეს, ვინც საქმე შემიკერა. მერე აქედან ერთი გაუშვეს ჩემი საქმის გამო პროკურატურიდან.

ქვისლად მეკუთვნოდა მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, პროკურორი რომ გახდა, გამიხარდა, სიტყვით გამოვედი, მხარი დავუჭირე, მეგონა სამართლიანობას აღადგენდა. შევხვდი, მოვუყევი ყველაფერი, რას ამბობო, მართალი კაცი ხარო… გავიდა დრო, მივწერე მესიჯი, მოსამართლემ მორიგება გვითხრათქო, არ მიპასუხა, რამდენიმე დღეში დავურეკე, გადმომირეკა, არ მოგირიგდებითო, რატომ-თქო? – მოსამართლემ გააუქმოს, მაგათ უნდათ, რომ ჯოხი ჩემზე გადატყდესო. ოპააა, რა ჯოხი მეთქი, ვისი ჯოხი უნდა გადაგატყდეს დამოუკიდებელი ქვეყნის მთავარი პროკურორი ხარ, ვისი ჯოხი უნდა გადაგატყდეს, ბიჭო-მეთქი?

– 6 ივნისს, კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელეთ, სადაც თქვენ აშენებულ სახლზე ისაუბრეთ, რომელსაც დღემდე არ გიბრუნებენ და თქვით, რომ ყველაფერს ბიძინას აბრალებენ, თორემ არ არის ბიძინას ბრალიო…

– ბიძინას აბრალებენ, მაგრამ ბიძინას დანაშაული მარტო ისაა, რომ ხმას არ იღებს, ამითი ის იბრალებს,  ამისთვის ჰყავთ, რომ დააბრალონ, მეტი არაფერი, თორემ, ყველაფერს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები კურირებს. კგბ-ს მეთოდია, ხოცავენ ქურდებს სპეცსამსახურები, ტარიელ ონიანის მხარეს, კალაშოვის მხარეს მაგალითად და მერე აბრალებენ ქურდებს.  ქურდი იძახის, ქურდი ვარ და არ შეიძლება ჩემი ლაპარაკიო – მორჩა. იგივე ხდება აქაც.

ჩემი ხელით გავიტანე იმ ადგილიდან ტონობით ნაგავი, ხეები დავრგე, სახლი ავაშენე, ვშრომობდი, ახლა იქ ვიღაცა ოქრუაშვილის ზონდერი ცხოვრობს, ოქრუაშვილმა მაჩუქაო, მაგისი იყო, რომ აჩუქა? იმას მამადლის ჩემ აშენებულ სახლში 6 შვილი რომ დაბადა ქალმა, მე მამადლის. პირიქით, მადლობა უნდა ეთქვა. მივედი, ატეხეს წივილი და კივილი, ტელეფონით დამალაპარაკეს ქმარი, შეხვედრა ვთხოვე და უწმაწური სიტყვა მითხრა და ერთი ეს ვუთხარი, არ დავმალავ, დედას გიტირებ-თქო.  ახლა ამბობენ, ომის ვეტერანს შეუვარდა სახლშიო, ჩემს გაშენებულ ეზოში შევედი ჯერ ერთი და მეორე – იმან 5 დღე იომა და ომის ვეტერანია – მე 15 წელი ვომობდი და მე არა ვარ ომის ვეტერანი?

თამო კეშელავა, ალია №19

თეგები: ემზარ კვიციანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved