• რეკლამა
  • კონტაქტი
14:31, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვეყნის საგარეო კურსს ნელ-ნელა, მაგრამ რადიკალურად ვცვლით, ამ საქმეში კი მეგის ქარდავას ექსტრადიციას მნიშვნელოვანი როლი აქვს” – სადაა ძაღლის თავი დამარხული

ალია ავტორი - ალია
21:57 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ანი დვალიშვილი, ალია

მთავარი ქვეყნის საგარეო კურსია, რომელსაც ნელ-ნელა, მაგრამ რადიკალურად ვცვლით. ამ საქმეში კი მეგის ქარდავას ექსტრადიციას მნიშვნელოვანი როლი აქვს.

დავიწყოთ იმით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ, ხელისუფლებამ დასავლელი დიპლომატების განცხადებას სულ უფრო ნაკლები ყურადღება დაუთმო. შემდეგ იყო რეკომენდაციები, რომლებზეც ასევე უარი ითქვა და გვირგვინი – 75 მილიონიან სესხზე უარის თქმა იყო. აღნიშნული სესხი, პრაქტიკულად, ყოველწლიურად გვაქვს შეღავათიან პროცენტში და ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ დამოკიდებული ვართ დასავლეთზე.

წესითა და რიგით, დასავლეთი არ უნდა აპროტესტებდეს იმას, სესხზე უარს რატომ ამბობთო, პირიქით, უნდა უხაროდეს, აქაოდა, სახელმწიფო წინ მიდის, ჩვენი დახმარება სულ უფრო ნაკლებად სჭირდებაო. მაგრამ, ძაღლის თავიც აქაა დამარხული – საქართველოს ხელისუფლებას ფული სჭირდება, მაგრამ ხელს არ კიდებს, ანუ პირდაპირ მინიშნებას აკეთებს, რომ აღარ სურს ევროპასა და ამერიკაზე იყოს დამოკიდებულ-ჩამოკიდებული.

სამაგიეროდ, რუსეთი გააქტიურდა და მზად არის, მოლაპარაკებები ნებისმიერ დროს დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება ცალკე სერგეი ლავროვმა გააკეთა და ცალკე დიმიტრი პესკოვმა, ანუ ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის ორმა გავლენიანმა წევრმა. თუ ქართული მხარე აქამდე რუსებს კრიტიკით პასუხობდა, ახლა მათი წინადადება არ გაუკრიტიკებიათ.

მეგის ქარდავას ექსტრადაცია ამ თემის გაგრძელებაა. გაერომ გამოსცა სსპეციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ქარდავას ექსტრადიციას 3-თვიანი აკრძალვა დაადო, მააგრამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არც უკრაინამ დაუჯერა, არც საქართველომ და ქარდავა უკვე ქართულ ციხეშია. ერთი შეხვედით, ეს არის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ სააკაშვილთან მიმართებაში, საქართველო დათმობაზე არ წავა და მეორეც – თავნებობის ნიშნები უკრაინასაც შემოეპარა და ეს მას შემდეგ, რაც სულ ცოტა ხნის წინ, ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა. ერთია ქმედება და მეორე განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ომახიანად აკეთებენ და ყოველგვარი შელამაზების გარეშე ამბობენ, რომ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად დააკავებენ და ქართულ სამართალში ჩარევის უფლებას არ მისცემენ არავის. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ მაინც ისე მოხდება, როგორც ამ დიდი სცენარის რეჟისორებს აქვთ დაგეგმილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved