• რეკლამა
  • კონტაქტი
08:19, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყანასთან დიალოგის შეჩერება, საზოგადოების და პოლიტპატიმრების მხარდაჭერა – რა წერია ამერიკელი სენატორების “ქართველი ხალხის აქტში” – დოკუმენტი

ალია ავტორი - ალია
22:19 05-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

რა წერია ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის “ქართველი ხალხის აქტში”, რომელზეც შეერთებული შტატების სენატი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. დოკუმენტი “ფორმულამ” მოიპოვა და წერს, რომ ის ორი ნაწილისგან შედგება, საიდანაც, პირველი ნაწილი, ძირითადად, მოიცავს იმ შედეგებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იმ წამომადგენლებსა და ოჯახის წევრებს დაეკისრებათ, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში, კორუფციაში და რუსული კანონის მხარდაჭერაში არიან პასუხისმგებელი.

როგორც გამოცემა წერს, პირველ ნაწილში არსებული ჩანაწერის მიხედვით, პერმანენტულად უნდა შეჩერდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული დიალოგი.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, “ფორმულა” წერს, რომ ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენებით გათვალისწინებით, იგი მოიაზრებს ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. მისი მიხედვით, სხვა ნაბიჯებთან ერთად, უნდა გამოიყოს არანაკლებ 50 მილიონი დოლარი, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გამყარებას მოხმარდება.

პაკეტის ტექსტს, რომელსაც “ფორმულა” ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

“გასულ წელს როდესაც საქართველოს მთავრობამ პირველად წარადგინა კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, მთელ ქვეყანაში მასობრივი პროტესტები გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გაიწვია კანონპროექტი საზოგადოების პროტესტის საპასუხოდ, გასულ თვეში განმეორებით წარადგინა კანონპროექტის ანალოგიური ვერსია, რომელიც პარლამენტმა 14 მაისს მიიღო. მორიგ ჯერზე თბილისის ქუჩებში მასობრივი სამშვიდობო პროტესტები გაიმართა კანონპროექტისა და ქვეყნის ევროპული ტრაექტორიიდან გადახვევის წინააღმდეგ. კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც კანონად ქცევის გზაზეა, ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს, რომელმაც კრემლის ოპოზიციას ძირი გამოუთხარა.

ქართველი ხალხის აქტი, რომელიც სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირის შტატიდან) და სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი ნიუ-ჰემფშირის შტატიდან) წარადგინეს, ჩამოაყალიბებს ოფიციალური პირების ჩარჩოს, რომელიც ქართველ ინდივიდუალურ პირებს პასუხისგებაში მისცემს კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და მცდელობებისთვის წინ წაწიონ კანონი უცხოური აგენტების შესახებ ან მისი მიღების ხელშეწყობისთვის. კანონპროექტი ასევე გაამყარებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომელიც ძლიერ მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს.

პირველი ნაწილი:

  • ხაზი გაესვას იმ შედეგებს, რომლებიც დაეკისრება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ხელის შეშლაში, მათ შორის:
  • სახელმწიფო დეპარტამენტსს დაევალოს, დააწესოს მოგზაურობის შეზღუდვები ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერდნენ უცხოელი აგენტების კანონს და ჩართულები იყვნენ მის ფასილიტაციაში.
  • დაწესდეს ახალი სანქციები საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.
  • სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალოს არსებული სანქციების სიის გაფართოება იმ  პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.
  •  სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალოს, საქართველოსთან, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის გადაიხედოს სამხედრო დახმარება და შეერთებული შტატების მთავრობას დაევალოს, შეაჩეროს ყველა ტიპის დაფინანსება საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მატერიალურ დახმარებას.
  • კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, მოწოდება, რომ პერმანენტულად შეჩერდეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგი.

მეორე ნაწილი: 

  • ამერიკის სენატი მხარს დაუჭირეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლო მოვლენების ფონზე.
  • გამოიყოს არანაკლებ 50 მილიონი დოლარი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.
  • ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაევალოთ განსაზღვრონ, თუ როგორ გააგრძელებენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.
  • სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალება, რომ შეაფასოს საქართველოში უცხო ქვეყნის დამაზიანებელი გავლენის მასშტაბი და იმუშაოს ქართველი პოლიტპატიმრების მხარდაჭერისთვის”, – წერია სენატისთვის წარდგენილ სანქციების პაკეტში, რომელსაც “ფორმულა” ავრცელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved