• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყანაში, სადაც ტურისტი არ შემოდის, “მსოფლიო ტურიზმის სხდომა” ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
16:48 10-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

8 ოქტომბერს ,,ფორბსი” საქართველოზე სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით ,,პანდემიის მიუხედავად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა საქართველოში ჩატარდა“.

,,ეს იყო გაეროს პირველი მასშტაბური შეხვედრა საზღვარგარეთ. ჯერჯერობით საქართველო კარგად მართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს. ეს ღონისძიება წარმოაჩენს საქართველოს, როგორც დასავლური ორიენტაციის ქვეყანას მისწრაფებებით ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, რომელიც ცდილობს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. თბილისსა და ვაშინგტონს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, საქართველო არის ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიას, მხოლოდ 2019 წელს საქართველომ უმასპინძლა 9.4 მილიონ საერთაშორისო სტუმარს.

,გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრის ბოლო მონაცემებით, 2020 წლის 1-ელ ნახევარში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 65%-ით იკლო. რაც შეეხება საქართველოს, ტურიზმი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8.1%-ს. პალმებით სავსე ზღვისპირა ბათუმი წარმოადგენს გლობალური მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების ისტორიას უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. აქ Sheraton და Hilton სასტუმროს ნომრების ფასები დღე-ღამეში 300 დოლარს აღემატება. ყოველივე ეს კი ნიშნავს მნიშვნელოვან შემოსავალს პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ ჩაატარა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ თავისი შეხვედრა საქართველოში, რათა ხაზი გაუსვას ტურიზმს, როგორც გლობალური ვაჭრობის მამოძრავებელ ძალას. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სესია დაიხურა და, რამდენადაც ცნობილია, არცერთი დიპლომატი თუ თარჯიმანი არ დაინფიცირდა. ეს არის ბიზნესსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის და გონივრული ზრუნვისა და სტრატეგიების თანაარსებობის კარგი მაგალითი“

ასეა, ტურისტი არ გვყავს, მაგრამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომას მაინც ვუმანსპინძლეთ. მაგრაბი ვართ, ძალიან მაგრები! სასტუმროების ფასითაც გავაკვირვეთ უცხოელები, მოსწონებიათ, კარგი შემოსავალი აქვს სასატუმროებსო, ალბათ, მაგათ, ხელფასები არ იციან როგორი აქვთ სასტუმროს თანამშრომლებს. მაგათ არ იციან, რომ ის შემოსავალი, რამდენიმე კაცის ჯიბეში ილექება.

შეგახსენებთ, სხდომა 17 სექტემბერს ჩატარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
სეო ოპტიმიზაცია
ახალი ამბები

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის?

14:07 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved