• რეკლამა
  • კონტაქტი
17:04, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

ალია ავტორი - ალია
11:45 04-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,057

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 9.9 ათასით გაიზარდა და 3 704 500 კაცი შეადგინა. ეს მაშინ როდესაც, ქვეყანაში 2024 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386) იყო.

კითხვაზე, ვის ხარჯზე იზრდება საქართველოს მოსახლეობა, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზრდა ხდება იმ უცხოელების ხარჯზე, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა, საქართველოში ცხოვრობენ.

ამასთან, სტატისტიკოსი განმარტავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი შემოდის, ვიდრე გადის. აქ დარჩენილები კი, ქვეყნის ფაქტობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ.

„საქართველოში ქართველების წილი მცირდება“

„ბოლო წლების სამწუხარო ტენდენცია ასაბუთებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიხედვით ჩვენს ქვეყანას აქვს უარყოფით სალდო. ანუ გადის მეტი, ნაკლები შემოდის. ხოლო, არარეზიდენტების მიხედვით, ქვეყანას აქვს დადებითი სალდო. ე.ი. სხვა ქვეყნის მოქალაქე უფრო მეტი შემოდის, ვიდრე გადის. ეს არის იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება.

თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არის რეგიონში ყველაზე ხანდაზმული ერი. რეგიონში მედიანური ასაკი ჩვენთან უფრო მაღალია, ხოლო, მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით დაბალი. ეს კიდევ დამატებითი საფრთხის შემქმნელია“,- ამბობს სოსო არჩვაძე.

კითხვაზე, კონკრეტულად ვინ ითვლება საქართველოს მოსახლეობაში, სტატისტიკოსი ამბობს, რომ ამ რაოდენობაში ხვდებიან ის უცხოელები, ვინც ქვეყანაში უკვე საერთო მოთხოვნებს განსაზღვრავენ.
„რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც 1 წელზე მეტ ხანს ატარებენ საქართველოში, თავისთავად ითვლებიან საქართველოს მოსახლეობაში. საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობას რომ გადავხედოთ, ყოველი მეხუთე სტუდენტი არის უცხოელი. ეს არის, ინდოეთი, სირია, ბანგლადეში ერაყი და ა.შ. ამიტომ, მათი რიცხოვნობა მონაწილეობს საქართველოს საერთო რაოდენობის განსაზღვრაში.

ამასთან, არსებობს მოახლოების იურიდიული და ფაქტობრივი რაოდენობა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ერთობლივ მოთხოვნებს განსაზღვრავენ: სატრანსპორტო საჭიროებებზე, კვების პროდუქტებზე და რიგ სხვა ინფრასტრუქტურულ, თუ სხვა სახის მომსახურებასთან დაკავშირებით,“ – ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური ქმედებებია გასატარებელი.

„დაგვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური მოქმედება, რომ ჯერ ერთი, გავზარდოთ შობადობა და სოციალური პრესტიჟულობა გავუზარდოთ მრავალშვილიან ოჯახებს. მეორეს მხრივ, უნდა შევქმნათ ღირსეული შრომის პირობები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც განათლებას იღებენ საქართველოში ან უცხოეთში. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის დემოგრაფიულმა მდგომარეობამ მიიღოს პოზიტიური დატვირთვა,“ – ამბობს სოსო არჩვაძე.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved