• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყანაში გამეფებულ კრიმინალს 20 წლის ნიკა კვარაცხელიას სიცოცხლე შეეწირა – ანა ბიბილაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:41 09-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი გუშინ ვერაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. დაპირისპირების შედეგად, 20 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. ბიბილაშვილი, მომხდარს ქვეყანაში გამეფებულ კრიმინალს და დაუსჯელობის სინდრომს უკავშირებს. 
მის გამცხადებას უცლელად გთავაზობთ:

დღეს დილით საქართველომ უნიჭიერესი ახალგაზრდა დაკარგა. თავის საქმის მოყვარული, 20 წლის გამომგონებელი, ნიკო კვარაცხელია, ამ ქვეყანაში გამეფებულ კრიმინალს და დაუსჯელობის სინდრომს შეეწირა. ეს უდიდესი ეროვნული ტრაგედიაა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე დაცულია. პარალელურად, ამავე ქალაქში 20 წლის ადამიანები ეწირებიან კრიმინალთან შეზრდილი ხელისუფლების მავნებლურ პოლიტიკას. გუშინ ნიკოს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, დღეს წყნეთში დაჭრეს ახალგაზრდა. 

ნიკო კვარაცხელიას გამოგონებათა შორისაა დისტანციური სწავლის პლატფორმა, სწორედ ის რაც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს. დღეს ეს ქალაქი და ეს ქვეყანა კარგავს ადამიანებს, ვისზედაც ჩვენი მომავალი უნდა იდგეს, ვისი განვითარება და დაცულობაც პოლიტიკის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ტრაგიკული?

დღეს ნიკო სულ სხვა სიახლის საგანი უნდა ყოფ ილიყო. ჩვენ ახლა მის საერთაშორისო წარმატებას უნდა აღვნიშნავდეთ, ნიკო მალე უნდა შესულიყო მსოფლიოს წამყვან გამომგონებელთა რიგებში. ნაცვლად ამისა, დღეს ჩვენ მასთან გამომშვიდობება გვიწევს. საქართველო მხოლოდ მაშინ გახდება ღირსეული ქვეყანა, როდესაც ნიკო კვარაცხელიას მსგავსი ადამიანები არათუ ქალაქის ქუჩებში გამეფებულ კრიმინალს არ შეეწირებიან, არამედ მათ ყველა პირობა ექნებათ შექმნილი იმისათვის, რომ თავისი ნიჭით და შრომით ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წამყვან რიგებში შეიყვანონ.

თეგები: ანი ბიბილეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved