• რეკლამა
  • კონტაქტი
17:52, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვეყანას გადაარჩენს ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები” – ბოკერია

ალია ავტორი - ალია
14:24 06-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

 ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

 

“ამოცანაა გაერთიანება ერთადერთი მიზნისთვის – რეჟიმის, როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვა პოლიტიკური ცხოვრებიდან და მათი ძალაუფლებიდან ჩამოშორება.

სწორედ ამისკენ შემოერთებისკენ უნდა მოვუწოდოთ მოქალაქეებს. ამის მიღწევას სჭირდება აქტიური მოქალაქეების დიდი რაოდენობა, არა ერთი აქცია და ორი აქცია, არამედ შესაძლოა, კარგა ხანს მზაობა ამ რეჟიმის მშვიდობიანი პროტესტით რყევისთვის და მზაობა, ნებისმიერ მომენტში ცივილური, პოლიტიკური, მაგრამ მწვავე და მტკიცე პოზიციით, ამ რეჟიმის გაძევების.

ერთადერთი ვითარება, როდესაც ამ რეჟიმთან და ივანიშვილთან საჭირო იქნება კომუნიკაცია, ეს არის, როდესაც ვითარება იქნება გადატეხილი, ისინი უკვე იქნებიან ზღვარზე და ივანიშვილი იქნება შეგუებული იმასთან, რომ ძალაუფლება უნდა დათმოს. მხოლოდ მაშინ შეიძლება მათთან საუბარი და დისკუსია, ისე წავიდეს ეს კაცი და მისი გარემოცვა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დააზიანოს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, მხოლოდ ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

დეოლიგარქიზაცია არ არსებობს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილების გარეშე.

ყველა ილუზია იმ ადამიანების, ვინც საზოგადოებას ეუბნება, რომ შესაძლებელია რაღაც ტრანსფორმაცია, რაღაც კანონის მიღება დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ, არის ან თავის მოტყუება ან საზოგადოების.

ამიტომ შემოგვიერთდით და შემოურთდით იმ გზავნილს, იმ მოძრაობას, რომელიც ერთადერთ ამოცანას ისახავს მიზნად – ამ რეჟიმის და ივანიშვილის ჩამოშორება ძალაუფლებიდან, ახალი არჩევნები და ლიბერალურ დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ღირსებაზე, ჩვენი ევროპული იდენტობის დაბრუნებაზე ორიენტირებული ახალი ხელისუფლების შექმნა. ესაა ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას გამოიყვანს ამ ვითარებიდან.

ის, რაც საზოგადოებამ [22 ივნისს] ნახა საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში [ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენება] და რამაც გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება”, იყო არამარტო სახე ამ რეჟიმის ზოგადად, არამედ განაცხადი, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და საფრთხეს, რომ თავისუფალ სამყაროში დაბრუნების ისტორიული შანსი გავუშვათ ხელიდან, ივანიშვილის რეჟიმი განიხილავს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობად.

პირადაპირ გვითხრეს, რომ არათუ რამის შეცვლას აპირებენ, არამედ, ეს არის მათთვის ხელსაყრელი ვითარება. მათ უნდათ, რის დემონსტრირებასაც გუშინ ახდენდნენ – საზოგადოებას აჩვენონ მათი, ანუ ჩვენი უძალობა, ოპონენტების უძალობა პარლამენტში, გასული არიან ზღვრიდან ნებისმიერი თუნდაც მწვავე დისკუსიის, რომელიმე ინსტიტუტის ფარგლებში.

მე აქ არ ვსაუბრობ პარლამენტიდან გასვლის საკითხზე, ეს ჩავლილი მატარებელია, მე ვსაუბრობ დამოკიდებულებაზე, რომელიც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამ რეჟიმის მიმართ”

თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved