• რეკლამა
  • კონტაქტი
00:56, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვეყანა მიტაცებული აქვთ ნიღბიან სადისტებს და უნიღბო პოლიტიკურ ბანდიტებს”– თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
22:25 12-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:

ქვეყანა მიტაცებული აქვთ ნიღბიან სადისტებს და უნიღბო პოლიტიკურ ბანდიტებს. პოლიცია ზონდერების ესკორტად არის ქცეული, ოცნების მედიები რუსული ჰიბრიდული ომის სამარცხვინო ინსტრუმენტები არიან.

სისასტიკით, დაუნდობლობით, უკანონობით, მომწამვლელი გაზით გაჟღენთილი ქალაქის ცენტრში თბილისის ისტორიაში ყველაზე არათბილისური ქცევის, უკულტურო, უზრდელი, გაუნათლებელი, კორუმპირებული და ცინიკოსი მერი ნაძვის ხეს დგამს ,”გამარჯვებული ქალაქის” საახალწლო ლოზუნგით, რომელზეც დარბეული, ნაცემი, ნაწამები ახალგაზრდობის, დაჭერილი და რეპრესირებული პროტესტანტების, სასიკვდილოდ გამეტებული და მხოლოდ ღმერთის ნებით გადარჩენილი ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტოგრაფების სურათებია გამოფენილი.

ეს რეალობა ვერაფრით ჩანაცვლდება. რუსთაველზე კი არა – ყველაზე პატარა ქალაქისა თუ სოფლის თავზე აფეთქებული ერთი საახალწლო შუშხუნაც კი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ, უწყვეტ და თავდადებულ, საყოველთაო ეროვნულ პროტესტს ანათებს და სიბნელისა და ზნეობრივი სიმახინჯის უფსკრულიდან სააშკარაოზე გამოჰყავს ოცნების რუსული ექსპერიმენტის შედეგად დეგრადირებული საზოგადოებრივი უჯრედები, რომლის მკურნალობასაც ბევრი დრო და ისევ მსხვერპლგაღებული, ნაცემ-ნაგვემი ხალხის მიერ გამოვლენილი მიტევება დასჭირდება.

ბაშარ ალ ასადმა სირია ისე დატოვა, რომ ამის შესახებ მისი ავტოკრატიის კლიენტურამ უცხოური მედიით გაიგო, რუსებმა კი ბაზების ევაკუაცია ამერიკელების , ბრიტანელების და ისრაელის დახმარებით შეძლეს. ასე დაემართება ოცნების მოკავშირე ყველა დიქტატურას, რომელიც საქართველოს მთლიანობას და სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს. რუსებს საცეცებს აჭრიან ყველგან, სადაც ფესვების ხელახლა გადგმას ცდილობდა. რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით რუსული და ჩინური ჩარევის ფაქტების გამომზეურების შედეგად არჩევნების შედეგები გააუქმა და და ხელახალი არჩევნები დანიშნა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ხვდება და საქართველოს ხალხის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის და მეგობრობის გაგრძელების გზავნილი მოაქვს.

ხალხი კი შეუპოვრად, დაუღლელად, თავდადებით იბრძვის და ამ ბრძოლაში იმდენ გმირულ მაგალითს გვაჩვენებს, რომ ხვდები – გამარჯვება გარდაუვალია! მომავალი ბნელ წარსულზე რომ გაიმარჯვებს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved