• რეკლამა
  • კონტაქტი
21:41, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვემო ქართლში კორუფციის ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

ალია ავტორი - ალია
12:40 05-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
436

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წალკისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში კორუფციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დავაკავეთ, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი.

პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე – ერთი მოქალაქე.

გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ, შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.

საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
მივმართავთ ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება – მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახური და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოები, განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში კორუფციული ფაქტების ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით”,- განაცხადეს ბრიფინგზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved