• რეკლამა
  • კონტაქტი
09:10, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი „ნაცების“ დროს პროკურორი იყო და მას ტერორში ადანაშაულებდნენ

ალია ავტორი - ალია
14:54 10-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
348

ილია ჯალაღანია, რომელიც ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა – “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, საოლქო პროკურორი იყო. საჯარო სივრცეში იძებნება არა ერთ მოქალაქის ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ტერორის გზით, ჯალაღანიამ, მათ კუთვნილი ქონება გადააფორმებინა.

ერთ-ერთი მათგანი „პირველებთან” ამტკიცებს, რომ მის შვილს პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკი ჩაუდეს, თავად კი აიძულებდნენ, ეღიარებინა არარსებული ფაქტი, რომ თითქოს, იარაღის საწყობს შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

მოქალაქე ელგუჯა ჩხაიძე ამტკიცებს, რომ მისი ოჯახის ტერორში ილია ჯალაღანია მონაწილეობდა:

„2009 წელს, ჩემ შვილს მარიხუანა ჩაუდეს პოლიციის შენობაში, დაკვეთა არ ვიცი ვისი იყო, ძირითადად სუს-ი აქტიურობდა. ვერ გეტყვით, ბესო ტაბიძე [ლანჩხუთის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე – ენმ-ს დროს იყო პოლიციის მაღალჩინოსანი] იყო თუ არა მაშინ. ავუხსენი ჩემი სიტუაცია, მითხრეს, რომ წადი და ყველაფერი დალაგდება, წამოვედი და მივიღე წერილი, რომ საქმე დაეწერა ილია ჯალაღანიას. რა აზრი ჰქონდა ახლა, ილია ჯალაღანია იყო პროკურორი. რომ ეღიარებინა, რომ, თითქოს, იარაღის საწყობი იყო სადღაც. მე მაინც არ ამცილდა მერე, ავტომატი ჩამიდეს.

[…] ძალიათ წამაქცია, ანაბეჭდები ამიღეს, ყველა პოლიციელი დაწინაურებული იყო 2012 წლის შემდეგ და აზრი არ ჰქონდა. ჩემი საქმის შემდეგ მამაჩემი გარდაიცვალა, ვერ გაუძლო. იმ შენობაში ჩადეს ავტომატი, სადაც ის იყო და განიცდიდა ამას, – იხსენებს ელგუჯა ჩხაიძე. [სტილი დაცულია]

კიდევ ერთი ადამიანი, მამუკა ცინცაძე TV პირველთან ამბობს, რომ მოპარული იარაღი ჩაუდეს – საქმეში კი ილია ჯალაღანია ფიგურირებდა.

„დამიჭირეს უკანონოდ, იარაღი იყო ზომლეთის სკოლაში პოლიციელის. გოჩა თავაძე იყო ეჭვმიტანილი. ილია ჯალაღანია, პროკურორები, მოსამართლე, ვინ არ იყო მაშინ, ყველა ამართლებდა. შემდეგ ციხეში შემოდიოდნენ და აღიარებას მთხოვდნენ,  პირობითი გავაფორმოთო, “იტყვი, რომ იარაღი შენია და თავისუფალი ხარო”. ესენი იყვნენ [მალხაზ] სირაძე და შვანგირაძე. მე წინააღმდეგი ვიყავი. გენინსპექციასაც მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. იგივე ხალხი, მუდმივი მოსამართლეები, სააპელაციოში გვირტიშვილი იყო – ამბობს მამუკა ცინცაძე. [სტილი დაცულია]

ცინცაძის მიერ ნახსენები პროკური მალხაზ სირაძე ცოტა ხნის წინ გურიის მთავარ პროკურორად დაინიშნა. ის “ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ჯალაღანიასთან ერთად მუშაობდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved