• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქველმოქმედებაზე დახარჯული 95 000 ლარი და შვილიშვილების ანაბარზე გადარიცხული თანხა – რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
11:56 08-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,786

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს. მინისტრის თქმით, გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს პირადი განცხადების საფუძველზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის მაისში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ამირან გამყრელიძემ აღნიშნულ პოსტზე მუშაობის სანაცვლოდ, ერთ წელში ხელფასის სახით 140 206 ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ამირან გამყრელძის სახელზეა მხოლოდ ერთი ბინა თბილისში. კერძოდ, 1973 წელს მემკვიდრეობით გადაცემული სახლი, რომლის ფართობი 40 კვ.მ-ია.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, ამირან გამყრელიძის მეუღლეს, 2017 წელს მემკვიდრეობით გადაეცა საცხოვრებელი ფართის 50%. საუბარია, თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე სახლზე. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის მეუღლე ფლობს 1990 წელს, ერთობლივად აშენებულ 1 200 კვ.მ ფართობის აგარაკს კვესეთში, რაშიც 15000 მანეთი დახარჯა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ამირან გამყრელიძე ფლობდა:

„ბაზის ბანკის“ სახელფასოზე – 2 327 ლარს;

,,თი-ბი-სი ბანკის“ ანაბარზე – 17 246 აშშ დოლარს, სახელფასოზე – 3 568 ლარს და 2 186 აშშ დოლარს;

,,საქართველოს ბანკის“ ანაბარზე – 23 088 აშშ დოლარს, სახელფასოზე – 5 078 ლარს, მიმდინარეზე – 2 702 დოლარს;

“პროკრედიტ ბანკის“ მიმდინარეზე – 1 674 ლარს.

ხოლო, ნაღდი ფულადი თანხის სახით (დანაზოგი) – 15 000 ლარს.

დეკლარაციის მიხედვით, ამირან გამყრელიძეს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში სამეცნიერო მრჩეველის პოსტზე, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს – 28 800 ლარი. ამავე პერიოდში, გამყრელიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან პენსიის სახით 8 849 აშშ დოლარი მიიღო;

ამავე დეკლარაციის თანახმად, ამირან გამყრელიძემ ქველმოქმედებას/დახმარებაში 95 000 ლარი დახარჯა, მისმა მეუღლემ მარინა კვეზერელმა – 20 000 ლარი. ამასთან, გასულ წელს გამყრელიძემ შვილიშვილების ანაბარზე 3 600 დოლარი გადარიცხა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved