• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვებით და მოლოტოვის კოქტეილებით პოლიცია არსად არ მარცხდება, მე აქციაზე შიშველი ხელებით ვაპირებ წასვლას” – მიხეილ კაპანაძე

ალია ავტორი - ალია
15:12 03-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
749
საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი, მიხეილ კაპანაძე:
“ახლა კი მოდით, ვისაუბროთ ჭეშმარიტ … მოლოტოვის კოქტეილზე. მაინც ყველამ დაწერა რაღაც, ვისაც არ დაეზარა და მეც გავერევი მარაქაში.
ძვირფასო მეგობრებო, თუ აქამდე არავის უთქვამს თქვენთვის, მე ავიღებ ამ საპატიო მისიას და გეტყვით რომ ქვებით და მოლოტოვის კოქტეილებით პოლიცია არსად არ მარცხდება. ყველაზე უფრო ფარჩაკ ქვეყანაშიც კი. ერთი ბოთლი მოლოტოვის კოქტეილის წილ პოლიციას აქვს ცრემლსადენი გაზის 10 ბალონი, რეზინის 100 ტყვია და 1000 ლიტრი წყალი (GWP, თქვე არასწორებო, მე რომ გამომირთეთ წყალი დღეს, გუშინ გამოგერთოთ იმათთვის). ხოლო როდესაც მიტინგი მოლოტოვის კოქტეილებს ისვრის, რომელიც გვერდზე მეორე პოლიციელს (მის კოლეგას და შეიძლება მეგობარსაც) ხვდება, მერე მოტივაციაც ემატება.
პოლიცია ძნელად, თუმცა მარცხდება თოფებით, ავტომატებით, ყუმბარმტყორცნებით, ქვემეხებით და ტანკებით. მაგრამ ეგ არის არა პროტესტი, არამედ უკვე სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი, რომელიც არავის გვინდა. მე არ მინდა ყოველ შემთხვევაში და თან კატეგორიულად. მინახავს მაგ ქუჩაზე ომი და ვიცით ყველამ, მერე როგორ გრძელდება ხოლმე და რა მოსდის ქვეყანას.
ამრიგად, მოლოტოვის კოქტეილის სროლა არსებითად გულის ფხანის ნაირსახეობაა და სხვა არაფერი. ანუ არანაირ პრაქტიკულ მიზანს არ ემსახურება, გარდა იმისა რომ აჩვენო რაოდენ გაბრაზებული ხარ. თუმცა ამავდროულად მოლოტოვის კოქტეილის სროლა პოლიციას აძლევს ლეგიტიმურ საფუძველს, დაგარბიოს.
კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ. მთელი ქვეყანა ქუჩაში არასოდეს გამოდის. ქუჩაში გამოვიდეს ჰა და ჰა, 80-100 ათასი კაცი. კაი, 200. 3-4 მილიონ ქვეყანაში 200 ათასი კაცი თავისთავად ცოტა არაა მაგრამ არც ბევრია. ანუ 1 მილიონი კაცი თუ უჭერს მხარს რაღაცას, 200 ათასი კაცი უკვე ცოტაა.
ამიტომ არა, მნიშვნელოვანია რომ პროტესტს თანაუგრძნობდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. 9 აპრილის დარბევამ საყოველთაო აღშფოთება მათ შორის იმიტომ გამოიწვია რომ თავიდანვე შევთანხმდით – იქ ჯარისკაცებმა ხელბარებით და მომწამლავი გაზით დაარბიეს ხალხი, რომელიც უბრალოდ იდგა და ცეკვავდა. საშუალოსტატისტიკური ქართველის თვალში ეს არის ძალიან ცუდი საქციელი.
აი მოლოტოვის კოქტეილებს რომ ისვრიან, იქ უკვე ეგრე მარტივი აღარ არის, იმიტომ რომ ის პოლიციელიც ქართველია და იმას მოლოტოვის კოქტეილს რომ ესვრი მხოლოდ იმისთვის რომ “დიდი ამბავი ახლა ცოტა წყალი მოგასხა”, მერე უკვე შენ ხდები ცუდი ტიპი.
ეს გაითვალისწინეთ ყველამ, ვინც რამენაირად უთანაგრძნობთ მოლოტოვის კოქტეილების სროლას.
და კიდევ ერთი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენთან პროტესტის ერთ-ერთი მიზანი ყოველთვის არის ხოლმე ის რომ წესიერმა ქვეყნებმა მერე ხელისუფლებას “ალაოდ ხომ არ ხართ” უთხრან. ჰოდა მაგალითად ამერიკის მთავრობა არასოდეს მოიწონებს პარლამენტის აღებას, იმიტომ რომ თავად საკუთარი მოქალაქეები უზის ციხეში კაპიტოლიუმზე შტურმისთვის. ესეც გაითვალისწინეთ, სანამ შიგ შევარდნას გადაწყვეტდეთ.
მოკლედ, მე აქციაზე მომავალშიც შიშველი ხელებით ვაპირებ წასვლას. ნიღაბს კი წავიღებ ხოლმე აწი, თორემ გუშინ ლამის დავიხრჩე ხველებით. კიდევ კარგი ერთჯერადი ცხვირსახოცები მქონდა და დამეხმარა ძალიან. ფიზიოლოგიური ხსნარით ყოფილაო კარგი თვალების ამობანა, ასე ამბობენ. არ ვიცი რამდენად მართალია, გადავამოწმებ მაგ ამბავს ჯერ.”
თეგები: მიხეილ კაპანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved