კორონავირუსის მომატებული საფრთხის გამო დღეს ქუთაისში ქუჩები აკურთხეს. ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელმა) სასულიერო პირებთან ერად წყალკურთხევა ჩაატარა, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩები მოიარეს და ნაკურთხი წყალი ასხურეს.
„ეკლესიის მისია არის აკურთხოს, მადლი მისცეს, გაამხნევოს, ადამიანი და ღვთის მადლით დაცული ვიყოთ. ეს არ არის რამე ახალი წესი. ჩვენ სახლებს ვაკურთხებთ, ნაკურთ წყალს სახლში ვატანთ. ახლა ქალაქის მასშტაბით ვატარებთ კურთხევას, რადგან არის რაღაც განსაცდელი, ერში, ქვეყანაში, მსოფლიოში. ეკლესიის კურთხევით გავამხნევოთ ადამიანები, რომ ჩვენ განსაცდელში მარტო არ ვართ, უფალია ჩვენ შორის და უფალმა ისმინოს, შეგვეწიოს და დაგვიცვას ჩვენ თავისი მადლით. თბილისში უკვე ჩატარდა და ახლა ქუთაისში ტარდება. პატრიარქისა და მღვდელმთავრის კურთხევით თითოეულ ეპარქიაში გაიმართება“
კომენტარები