• რეკლამა
  • კონტაქტი
10:52, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუთაისში 3 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 7,5 მილიონი დახარჯეს და ქალაქი მაინც გადათხრილია” – “ფლანგვის დეტექტორი”

ალია ავტორი - ალია
20:27 10-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

ფლანგვის დეტექტორი მორიგ მასალას აქვეყნებს:

კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე ქუთაისის მერიამ შპს გზამშენი XXI-სთან 1.2 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, სამუშაოები კი 2021 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ დასრულებულა;

აგრეთვე ქუთაისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს ბლექ სი გრუპს თითქმის 7 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა და სამუშაოების დასრულების ვადა 4-ჯერ გადაუწია, თუმცა რეაბილიტაცია ისევ არ დასრულებულა.

იგივე გამეორდა აღმაშენებლის გამზირის შემთხვევაშიც, რომლის რეაბილიტაცია 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო და ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სს “აკკორდი ჯორჯიას” 7 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა, თუმცა ვალდებულება არ შესრულდა, ხელშეკრულება გაწყდა და გამზირის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა.

შპს გზამშენი XXI-ის ერთ-ერთი მეწილე ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი და ქუთაისის ტორპედოს მოქმედი დირექტორია, შპს “ბლექ სი გრუპის” ერთ-ერთი მეწილე კი დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია, ხოლო ამ კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრებმა ქართულ ოცნებას ჯამში 100,000 ლარი შესწირეს;

უკვე თვეებია ქუთაისის მოსახლეობას უსასრულოდ გადათხრილი ქუჩები დიდ დისკომორტს უქმნის და ქალაქში გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებს. რეაბილიტაციის ვადაგადაცილებულ და დაუსრულებულ ქუჩებს მიეკუთვნება ფოთის, აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩები. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციას ქუთაისის მერია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებენ.

ფოთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი ქუთაისის მერიამ 2021 წლის იანვარში გამოაცხადა. ტენდერში გაიმარჯვა შპს გზამშენი XXI-მა, რომელთანაც 1,220,000-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა და სამუშოების დასრულების ვადად 2021 წლის 22 ივნისი განისაზღვრა. ამის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა, რის შედეგადაც სამუშაოების დასრულების ვადამ ჯერ 22 აგვისტომდე, შემდეგ 10 ოქტომბრამდე, ხოლო ბოლოს 29 ოქტომბრამდე გადაიწია.

აღსანიშნავია, რომ შპს გზამშენი XXI-მა აღნიშნული ტენდერი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. ამ კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელი კი თეიმურად ჩეჩელაშვილია, რომელიც 2017-19 წლებში ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო, ხოლო 2019 წლიდან დღემდე ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წლის ივლისში გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც კომპანია “ბლექ სი გრუპმა” გაიმარჯვა და მასთან 2020 წლის 14 აგვისტოს 6,940,484 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოები 7 თვეში, ე.ი 2021 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. თუმცა სამუშაოების დასრულების ვადამ 4-ჯერ გადაიწია. კომპანიას ის ჯერ 2021 წლის 30 ივნისს უნდა დაესრულებინა, შემდგომ 30 აგვისტოს, მესამე ცვლილების თანახმად 2021 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო უკანასკნელი ცვლილების თანახმად 2021 წლის 30 ნოემბრამდე განისაზღვრა სამუშაოების დასრულების ვადა.

რაც შეეხება “ბლექ სი გრუპს”, კომპანიამ 2011-2020 წლებში 489,994,921 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84,310,547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით; 2015-2018 წლებში კომპანიის შემოსავლების 80%-მდე მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა იყო.

კომპანია ბლექ სი გრუპის დამფუძნებლები არიან ამირან მამუჭაძე და გიორგი კალანდაძე. ამირან მამუჭაძე არის ასევე ამ კომპანიის დირექტორი. ხოლო კომპანიის წილის მფლობელები არიან შპს ბლექ სი როუდი და გიორგი კალანდაძე. გიორგი კალანდაძე დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია. გიორგი კალანდაძე კომპანია “შპს ძველი დედაქალაქის” 90%-იანი წილის მფლობელია, ბექა ოდიშარია კი 10%-ის. დეპუტატი ბექა ოდიშარია ქართული ოცნების შემომწირველია, მას ჯამში 100,000 ლარი აქვს შეწირული მმართველი პარტიისთვის.

რაც შეეხება, კომპანია ბლექ სი გრუპის დირექტორს, ამირან მამაუჭაძეს, ის ირიბად არის დაკავშირებული პარტია ქართულ ოცნებასთან. ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრები (ძმა და მამა) მმართველი პატიის შემომწირველები არიან. ამირან მამუჭაძის ძმა ნუგზარ მამუჭაძე კომპანია ბლექს სი გრუპის 75% წილის მფლობელი ბლექ სი როუდის ყოფილი პარტნიორია. მან 2016 წლის 26 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. ქართული ოცნების შემომწირველია ასევე გურამ მამუჭაძეც, ამირან და ნუგზარ მამუჭაძეების მამა. გურამ მამუჭაძემ უკვე ერთი დღის შემდეგ, 2016 წლის 27 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრებმა ჯამში 100,000 ლარი შეწირეს პარტია ქართულ ოცნებას.

აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში სს “აკკორდი ჯორჯიამ” გაიმარჯვა და 2020 წლის 14 სექტემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან 7,373,275-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, სამუშაოების დასრულების ვადად კი 7 თვე განისაზღვრა, ე.ი 2021 წლის მარტი. თუმცა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყდა, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია კი ისევ არ დასრულებულა.

წყარო:

წერეთლის ქუჩა NAT200009623

ფოთის ქუჩის ტენდერი NAT210000079

აღმაშენებლის გამზირი NAT200010123

http://www.sadplan.ge/…/blek-si-grupma-biujetidan-490… – ბლექ სი გრუპი

https://declaration.gov.ge/ – თეიმურაზ ჩეჩელაშვილი

212709498 – შპს გზამშენი XXI

თეგები: ფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved