• რეკლამა
  • კონტაქტი
04:26, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის 9 პირი დააკავეს, კიდევ 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ალია ავტორი - ალია
16:00 05-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტები გამოავლინეს.

სამართალდამცველებმა, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული: 1978 წელს დაბადებული რ.კ., 1992 წელს დაბადებული ბ.ზ., 1993 წელს დაბადებული ზ.ც. და 1971 წელს დაბადებული გ.ა.

სამართალდამცველებმა “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1984 წელს დაბადებული ნ.კ., 1970 წელს დაბადებული ი.მ., 1993 წელს დაბადებული თ.ბ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ს.

1980 წელს დაბადებული ე.ფ. (მეტსახელად „პაჭო“) კი დაკავებულია “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1972 წელს დაბადებულ თ.გ.-ს (მეტსახელად თემო სოხუმსკი) – “კანონიერი ქურდობისთვის”, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1984 წელს დაბადებულ მ.გ.-ს – “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური
მოპყრობისთვის, 1986 წელს დაბადებულ ვ. ჩ.-ს და 1991 წელს დაბადებულ დ. უ.-ს – “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, 1979 წელს დაბადებულ დ. წ.-ს – “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო 1987 წელს დაბადებულ კ. ტ.-ს (მეტსახელად „ენცო“) და 1970 წელს დაბადებულ თ. ხ.-ს (მეტსახელად „ჭინკა“) – “კანონიერი ქურდობისთვის”.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული “ქურდული სამყაროს” წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ.

უწყების ცნობით, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

ე.წ. კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved