• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმე – 32-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

ალია ავტორი - ალია
11:54 09-07-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
540

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 32-ვე პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. სასამართლო პროცესი გუშინ 6 საათს გრძელდებოდა.

სხდომაზე ბრალდების მხარემ თქვა, რომ დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა საფრთხე, რომ ისინი კვლავ გააგრძელებდნენ ადამიანების ტერორს და მოქალაქეების იძულებას, რომ მათ ქურდულ საერთოში თანხა შეეტანათ.

დაკავებულებთა შორისაა კრიმინალური ავტორიტეტი ზვიად პლაჭიაშვილი, იგივე “პლაჭო”, რომელსაც შსს 6 თვის განმავლობაში უთვალთვალებდა და უსმენდა. ყველა, ვინც პლაჭიაშვილთან კონტაქტზე გადიოდა, დაკავებულია და ბრალი აქვთ წარდგენილი.

კიდევ ერთი კრიმინალური ვტორიტეტი, რომელსაც საგამოძიებო უწყება უთვალთავლებდა, ჯემა ჯელიაა. სწორედ ის იყო ინიციატორი ქურდული საქმეების მოგვარების. ყველა პირი, ვინც ასევე მასთან კონტაქტზე გადიოდა, დაკავებულია.

თანხა ქეშად ამოსაღები არ იყო. უბრალოდ, ადამიანები დავობდნენ კონკრეტულ ფინანსურ მორიგებასთან დაკავშირებით, ჰქონდათ პრობლემები ერთამენეთში. რაც შეეხება მტკიცებულებებს, გახლავთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების აუდიო ჩანაწერები, ასევე სატელეფონო ჩანაწერები, სადაც უტყუარად დასტურდება მათი მხრიდან ბრალად სერაცხული ქმედების ჩადენა. 

მოპოვებულია ინფრომაცია, რომ ხდებოდა ქურდული გარჩევა, აპირებდნენ ქურდული გარჩევის განხორციელებას, რა დროსაც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები აუდიო-ვიდეო ფარული ჩაწერა. ასევე ფარული სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება, – თქვა პროკურორმა სხდომის შემდეგ. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეჭვქვეშ აყენებენ, ყველა სატელეფონო ჩანაწერს, სანამ ექსპერტიზა არ იტყვის, რომ რომელიმე მათგანი კონკრეტულ პირს ეკუთვნის.

დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, მეტსახელად “ჩორნა”, “პლაჟო”, “ჭინკა” და “შკივია” გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით დაკავებული 32 ადამიანიდან ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი გამოძიებას ეუბნება, რომ ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება.

გამოძიება “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი პირების სატელეფონო და მათი შეკრების ფარულ ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს. ირკვევა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, თბილისში, თვეების განმავლობაში აწყობდნენ ე.წ. ქურდულ შეკრებებს, განიხილავდნენ მოდავე მხარეების არსებულ პრობლემებს, შემდეგ კი “ამოღებული თანხიდან” სადავო წილებს საზღვარგარეთ აგზავნიდნენ ე.წ. კანონიერ ქურდებთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved