• რეკლამა
  • კონტაქტი
21:46, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ქურდულ ოცნებას” შევახსენებ სააკაშვილმა ჯურღმულისგან ევროპული დონის სახელმწიფო შექმნა” – ნათია ჩხეტიანი

ალია ავტორი - ალია
20:08 10-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი:

“საშინლად არ მომწონს ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება. კიდეც ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ვარდების რევოლუციის შემოქმედნი გარდაიქმნენ რეჟიმის შემოქმედებათ, ხალხი მასიურად გადავიდა ოპოზიციაში და მიაგო კიდეც საკადრისი პასუხი.

მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს ცუდის დამახსოვრებასთან ერთად დავივიწყოთ, რა შექმნეს ვარდების რევოლუციის ავტორებმა. ჯურღმულიდან, ჭაობიდან, სრული სიბნელისგან, არაფრისგან გამოძერწეს დასავლური ტიპის, ევროპული დონის სახელმწიფო.

მე არასოდეს დამავიწყდება ის წუთები, როდესაც სრულიად საქართველო ბოლომდე გაუცნობიერებელი ბედნიერების მწვერვალზე იდგა და სიხარული გვახრჩობდა, როდესაც ვარდებით ხელში, ხელებაწეული შედიოდა ხალხი პარლამენტში. იქამდე პატარა ბექაც, რომელიც ხელში მეჭირა, სიხარულისგან ხტუნავდა, ეტყობა ჩემი ემოცია გადაედო ან გრძნობდა, რომ მოდიოდა დრო, როდესაც პატარა თითები შეშის ფეჩზე აღარ მიეწვებოდა.

საერთო ბინები გაბურული შეშის ფეჩის კვამლით, კერასინკის, ლამფის მჭვარტლით, გამურული კედლები, სრული სიბნელე, ქაოსი, კრიმინალი თავაშვებული, არა გზა, არა ქუჩა, არა სავალი, აქედან შეიქმნა სახელმწიფო….

ჩვენი თაობა მომსწრეა და კარგად ახსოვს ყველაფრი, სად ვცხოვრობდით და სად აღმოვჩნდით.

ასეთ დიდ საქმეებს, დიდი შეცდომებიც მოსდევს. სწორედ შეცდიმების გამო, ხალხმა გაკეთებული დიდი საქმე გვერდზე გადადო და არჩევანი მეტი დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთა.

,,ქართულ ოცნებას”, რომელიც სამწუხაროდ ,, ქურდულ ოცნებად”, გარდაიქმნა, მინდა შევახსენო, როდესაც სააკაშვილს მოიხსენიებენ ტერმინებით,

-ეს გიჟი კაცი, ეს დამნაშავე კრიმინალი, ეს სისხლისმსმელი ავანტიურისტი და ასე შემდეგ, ამ კაცმა ჯურღმულისგან ევროპული დონის სახელმწიფო შექმნა, 9 წელი დევნილობაში გაატარა, ახლა ციხის კედლებში შიმშილობს და ზედმეტია უკვე, ჩვენ არც ცუდი დაგვიწყებია, მაგრამ არც კარგს დავუკარგავთ ვინმეს. მხარდაჭერას რაც შეეხება ქართველმა ერმა ერთხმად დაუჭირა მხარი იდეას,

,, ქართული ოცნება, დემოკრატიული სახელმწიფო”, დღეს კი ხელში შეგვრჩა

,, ქურდული ოცნება, მაფიოზური სახელმწიფო”.

არ გვემეტება საქართველო წარსულში დასაბრუნებლად.

არც ადამიანების წამების მომხრე ვარ, თუმცა არც მაფიოზურ სახელმწიფოში ცხოვრების იდეა მხიბლავს.”

თეგები: ნათია ჩხეტიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved