• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალეტსო, მეთქი 2000 კაცის მოსაქმებულს არ გავაკეთებთქო” – კაპრალი სისტემის წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
00:29 09-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

კაპრალი გორგილაძე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების დატოვება დამცირების და შეურაცხყოფის გამო მოუწია. როგორც 33 წლის ჯარისკაცი “შაბათის” ეთერს უყვება, ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულეს. 

კაპრალი ბოლო წელიწადნახევარი მუხრან შუკვანის სახელობის პოლიგონზე ოც სამხედრო მოსამსახურესთან ერთად მსახურობდა. თვენახევრის წინ კი ჯარისკაცებს მოულოდნელად სერჟანტმა ხუჯაძემ ტუალეტის ხეხვის ბრძანება მისცა.  

“წამოდითო და დაალაგეთო, დასალაგებელია ტუალეტი, რას ჰგავს აქაურობაო. აქ თუ არ ალაგებ შესული არ დაგინახოთო. არ შევალ კაცო რამხელა ტყეათქო ვუთხარი”- აცხადებს გორგილაძე. 

ჯარისკაცმა გორგილაძემ  ტუალეტის ხეხვის ბრძანება არ შეასრულა. ამ დროს საქმეში კაპიტანმა კლდიაშვილი ერთვება და კაპრალს უბრძანებს საპირფარეშო დაასუფთავოს. ირკვევა რომ პოლიგონზე დასუფთავების სამსახური მუშაობს, თუმცა იქ უფროსების თანასოფლელები არიან დასაქმებული და ამიტომ დამლაგებლებს ფუნქციის შეთავსებას ჯარისკაცებს აიძულებენ:

“მე ვუთხარი, არ დავალაგებთქო. მერე კლდიაშვილმა მითხრა, შედი შლანგს ხელი მოკიდეო. არ შევალთქო. არ შევალ კი არა, შედი ახლავეო. დამლაგებელს რატომ არ ეუბნებით მეთქი და მე იმას ვერ ვაკადრებ ტუალეტი დაალაგეო ასე მიპასუხა”- აცხადებს ჯარისკაცი. მისი თქმით, თავად საპირფარეშო არ დაუსუფთავებია, თუმცა სხვა ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს. დაუმორჩილებელი სამხედრო მოსამსახურე კი ხელმძღვანელებმა დასაჯეს და კუთვნილი შვებულება არ მისცეს. 

ირკვევა რომ პოლიგონიდან ამბავმა ბრიგადამდე ჩააღწია. განმარტებებისთვის  გორგილაძე ჯერ  შტაბის უფროსმა კუბლაშვილმა  მესამე ქვეით ბრიგადაში დაიბარა და ახსნა განმარტების დაწერა მოსთხოვა

“ამ ახსნა-განმარტებას შეიძლება მოჰყოლოდა ან სასტიკი საყვედური ან დაქვეთაში გავეშვი. მე ვუთხარი არაფრის დამწერი არ ვარ მეთქი რა დავწერო ტუალეტი რომ არ დავალაგე ეგ დავწერო მეთქი. შენ თუ ამას არ დაწერ რაღაც რაღაცები მოჰყვებაო. გავუწიე ხელი და ასე ვუთხარი – აგერ ვარ და ან დამიჭერ, ან გამაგდებ ჯარებიდან მოკვლით ვერ მომკლავთქო”- ამბობს ჯარისკაცი. 

ჯარში გატარებული ცხრა წლის შემდეგ, სამხედრომ გადაწყვიტა, სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო -. ამბავმა ბატალიონის მეთაურ ამაღლობელამდეც მიაღწია, თუმცა რეაგირება არც მას მოუხდენია. 

“ბატალიონის მეთაური მეუბნება ქურდობა ხომ არ გინდაო. ქურდობა რა შუაშია მეთქი. ფორმა მაცვიათქო. აბა რატომ არ ალაგებ ტუალეტსო. მეთქი მე 2000 კაცის მოსაქმებულს არ გავაკეთებთქო. ვიკამათეთ და გაგაგდებ ჯარიდანო. დოკუმენტი მინდა ხელმოწერილი რის გამო მაგდებთქო. 

კაპრალის გაგდება ბატალიონის მეთაურმა გადაიფიქრა, თუმცა ნამდვილი ჯოჯოხეთი გორგილაძისთვის სწორედ ამ დღიდან დაიწყო.  საქმეში ასეულის სერჟანტი ხარაიშვილი ჩაერთო, რომლმაც ჯარისკაცს ნამდვილი სატანჯველი მოუწყო. სერჟანტი კაპრალს შეიარაღებული ძალების სხვა წევრების თანდასწრებით  ამცირებდა. 

“დაიწყო პირდაპირ ხალხში ლანძღვა. მოდიოდა პირდაპირ ზეწოლა. ყველა დღე ჩხუბი და რავარია ბიჭებში რომ ხარ და ვიღაცა გეჩხუბება უბრალოდ უსაფუძვლოდ”- აცხადებს სამხედრო. 

“შაბათის ეთერს” კაპრალი უყვება რომ შევიწროებასა და დამცირებას ვეღარ გაუძლო და ჯარის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი სისტემას ამხელს. 

“ან გამოვიდნენ და თქვან რომ დააბრუნეს 90 წლები, ის ბნელი 90-იანები, როდესაც ჯარისკაცები ალაგებდნენ ტუალეტს და ერთი ამბავი იყო იქ ჩხუბები ან გაათავისუფლონ ეს 6 ადამიანი”- ამბობს გორგილაძე. 

თეგები: თავდაცვის სამინისტრო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved