ქუჩური გარჩევა და სროლა ახალქალაქის ცენტრში. ცეცხლი პოლიციამ გახსნა, რადგან ქუჩური გარჩევის შეჩერება ვერაფრით შეძლო.
ხალხმრავალ ადგილას ერთმანეთს “ქართული ოცნების” დეპუტატის, ენზელ მკოიანის ე.წ. დაჯგუფების წევრები და რიგითი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.
ჩხუბის შედეგად დაშავდა მამაკაცი, რომელიც ფეხის მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტში ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
ნიუპოსტი
კომენტარები