„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა ქუჩის პროტესტია.
„აწმყოზე უნდა შევთანხმდეთ, თუ რა რეალობაში ვცხოვრობთ და გამოსავალზე უნდა შევთანხმდეთ. მე ვხედავ გამოსავალს იმაში, რომ ხალხის მობილიზება მოვახდინოთ, რწმენა გავუჩინოთ და ქუჩაში გამოვიყვანოთ. ქუჩის პროტესტი და პარალიზება და მართვაში ხელის შეშლა, ჩემი აზრით, ერთადერთი გზაა. ამაში თუ ვერ ხედავ გზას და გზას ხედავ იმაში, რომ პარლამენტის კედლებში იარო, სამშაბათობით მიკროფონი ჩართო და რაიმე თემაზე წუხილი გამოთქვა, მე ამაში გამოსავალს ვერ ვხედავ და არ მინდა არც ჩემი და არც რომელიმე პარტიის ამომრჩევლის მოტყუება. ადამიანებს უნდა დავაჯეროთ, რომ ეს ჭირი, რაც ახლა გვჭირს, აღარასდროს განმეორდება, ვერავინ ვეღარ ჩაიგდებს ხელში ერთპიროვნულ ძალაუფლებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ „მთავარის“ ეთერში.














კომენტარები