• რეკლამა
  • კონტაქტი
14:20, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუჩებში ათობით ათასი მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს… ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა ხელისუფლებას” – გახარია დიპლომატიურ კორპუსს

ალია ავტორი - ალია
16:34 11-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და ამბობს:

 

მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, განაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებს საქართველოში:
მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი და ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტრუმენტი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს. ისევე როგორც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თქვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელები და ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მინდა გთხოვოთ, რომ არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება და საერთოდ დავიცვათ შემდგომი არჩევნების შინაარსი და აზრი, საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება
არჩევნებით და მშვიდობიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში შეცვალონ ხელისუფლება.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სისტემურად იყო გაყალბებული და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სამი ძირითადი ფაქტორი იყო სისტემური ხასიათის – ეს იყო ფარულობის არარსებობა, ეს იყო კომისიების ფორმირება სრულად „ოცნების“ გავლენის ქვეშ და „ოცნებასთან“
 დაკავშირებული პირებით, ეს იყო ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ დღეს არც საერთაშორისო საზოგადოება და არც ჩვენი მოქალაქეები ამ არჩევნების შედეგებს არ იღებენ, როგორც ლეგიტიმურს და სამართლიანს. „ოცნებას“ ჰქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთის, რომ ეს კრიზისი არ მომხდარიყო და ქვეყანა გამოეყვანა ამ კრიზისიდან. მათ უბრალოდ შეეძლოთ გამოექვეყნებინათ არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების სია და ამით ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი. ისინი მოიქცნენ საპირისპიროდ – დაიწყეს ხელოვნური, ყალბი გამოძიება და პროკურატურას, ფაქტობრივად, ტყვედ ააყვანინეს ის აპარატურა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება.

დღეს, როცა ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით უნდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის შესაძლებლობა არ მიეცეს და მეორეს მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო: იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და შესაბამისად არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved