• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქსენოფობია კი არა, საკუთარ ქვეყანაში სუნთქვა გვეკრძალება” – ნანა დიხამინჯია

ალია ავტორი - ალია
14:03 01-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,251

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:

ნეტაი ზოგიერთი უაზრო თვითგვემით არ იყოთ დაკავებული ახალი წლის პირველივე დღეს.

კი, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ქსენოფობიის სხვასხვა ფორმები უცხო არ იქნება არასდროს, იმიტომ რომ მუდმივად ვდგავართ კულტურული წაშლის საფრთხის წინაშე და ქვეცნობიერი შიშები გვაქვს. ამ შიშების სწორად ფორმულირებას სჭირდება ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, ანთროპოლოგების, კულტურის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა. სად არის ამის სივრცე და შესაძლებლობა? ვინ ზრუნავს იმაზე, რომ ქალაქის ცენტრში ტურისტს უგვანი ლეზგინკა არ ხვდებოდეს, როგორც ადგილობრივი კულტურის მთავარი კომპონენტი?

მაგრამ აქ ხომ კულტურაზეც კი არაა, პირდაპირ მოქალაქეების ბუნებრივი ბრაზია, როცა საქართველოს მოქალაქეს ტროტუარზე დგომისთვის ციხეში სვამენ, სხვებს კი გზებზე სირბილის და ფეირვერკების სროლისას მოფერებით ეპყრობიან. ამაზეა ხალხი გაბრაზებული, სრულიად სამართლიანად. მეც ძალიან გავმწარდი შარშან, ჩვენთვის აკრძალული ფეიერვერკების უზარმაზარი გროვებით რომ დარბოდნენ რუსთაველზე უცხო ადამიანები, ცხვირწინ გვიფეთქებდნენ, პოლიციის დიდი ჯგუფების სრული სიმშვიდის ფონზე. იმ უცნობებზე კი არა, საკუთარ პოლიციაზე გავმწარდი.

ამერიკაშიც არის პატარა ქალაქები, რომელთა მაცხოვრებლები ცდილობენ მასობრივი ტურიზმის შეზღუდვას, რომ იდენტობა არ დაკარგონ, საკუთარი მაცხოვრებლების ცხოვრება რეალითი შოუს არ დაამგვანონ. ქსენოფობია არაფერ შუაშია, სხვა შტატებიდან შემოსულ ნაკადებზეც ძალიან ბრაზობენ. ბარსელონაშიც ყოფილა overtourism-ის წინააღმდეგ პროტესტები და ვენეციაშიც. და არაფერი არაა ამაში გასაკვირი – საკუთარ სახლში 2-3 სტუმარს დიდი ხნით მიიღებ, 10-15 კი ძალიან გაგირთულებს ცხოვრებას.

რომის, პარიზის და ნიუ იორკის იდენტობის დაკარგვა ფაქტობრივად შეუძლებელია. თბილისის კი – გაქრობის პირასაა ჯერ საბჭოთა სისტემის, შემდეგ ნგრევის, უკონტროლო მშენებლობების, განვითარების სტრატეგიის არარსებობის და ტოტალური კორუფციის გამო. საერთოდ არაა გასაკვირი, რომ ადამიანები ამას გრძნობენ და შესაძლოა, არასწორი ფორმით გამოხატავენ. ცოტა მეტად განათლებულებმა ეს არასწორი ფორმები კი არ უნდა გააზვიადოთ და მთელ პროტესტზე გაავრცელოთ, არამედ სწორი მიმართულება და განმარტებები მისცეთ.

იმათ არაფერს გეუბნებით, ვისაც “ბაბლის” ნაკლოვანებები საკუთარ პედესტალებად გჭირდებათ. მაინც ქოცების მიერ ინსტრუქტრირებულ ფსევდოპროგრესულებს აყვებით, ასე გაწყობთ.

ქსენოფობია კი არა, საკუთარ ქვეყანაში სუნთქვა გვეკრძალება უკვე იმ ადამიანებს, ვისაც ხმის ამოღების უნარი შეგვრჩა, ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ფორმით გააჩუმეს უკვე. მაღალ იდეალებზე ზრუნვამდე ეს უნდა იყოს მთავარი თემა.

2026 წელს მაინც გვესწავლოს არსებითი პრობლემის გამოყოფა და კომპლექსური თემების გატრივიალურებისგან თავის არიდება. პოსტზე დაკომენტარებამდე პოსტის სრულად წაკითხვაც გვესწავლოს.

და მთავარია, 2026 წელს რუსეთის ჩამოქცევა და უკრაინის გამარჯვება გვენახოს. მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.

ჰო, არაფერს გილოცავთ, საქართველოსთვის საშინელი წელი იყო და მოსალოცი არაფერი გვაქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved