• რეკლამა
  • კონტაქტი
19:33, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქოცური ნარატივბის გაშიფვრა” – ლიკა ბასილაია–შავგულიძე

ალია ავტორი - ალია
17:01 07-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
582

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე:

‼ვაგრძელებთ ქოცური ნარატივების გაშიფვრას:
ნარატივი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ – “ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ და რა მიზნით ფინანსდება უცხოეთიდან – ეს არის ჩვენს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა“
რას გულისხმობს რეალურად:
• პირდაპირი დარტყმის ქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორს, რომელიც ძირითადად დასავლური გრანტებით ოპერირებს ძალიან მრავალფეროვან მიმართულებებზე. მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და კულტურის მიმართულებებზე. ამ კანონით რეგისტრაცია ქმნის ფსევდო იარლიყს, რომ ფიზიკური თუ იურიდიული პირი წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ აგენტს.
• ფაქტიურად მოშალა სამთავრობო შტოებზე სამოქალაქო კონტროლის მექანიზმი – რადგან აგენტის იარლიყით უკვე დელიგიტიმირებულია კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია განახორციელოს საჭირო მოქმედებები პასუხისმგებლობების ფარგლებში.
• ჰქმნის ვაკუუმს სადაც სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებისთვის სასათბურე პირობები წარმოიქმნება.
ემოციური გავლენები საზოგადოებაზე:
• ახდენს უნდობლობის კონსოლიდაციას: სხვა ქვეყანა ჩვენზე ფულს რატომ დახარჯავს თუ ჩვენი სათავისოდ გამოყენების ინტერესი არ აქვს?
• აყალიბებს შიშს კარგად ორგანიზებული აგენტურული ქსელის არსებობისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და თუ ეს ქვეყანა წელში ვერ გაიმართა, სწორედ ასეთი ვერაგი ხალხის ხელით ხდება ეს, თორე მთავრობა ყველანაირად ცდილობს ამის წინააღმდეგ ბრძოლას.
• მოქალაქეებში აფუძნებს მარტივ განზოგადებასა და გამიჯვნას: არის ეს უცხოური დაფინანსება? შესაბამისად ეს სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება;
5. ნარატივი: „ოპოზიცია მტრის ინტერესების გამტარია“ – “ოპოზიცია ხალხი და საქართველო არ აინტერესებს – ისინი არიან ქვეყნის არეულობასა და დესტაბილიზაციაზე ორიენტირებული რათა მმართველი ძალა არაეფექტურ ძალად წარმოჩინდეს“.
რას გულისხმობს რეალურად:
• არღვევს დემოკრატიული კონკურენციის ლეგიტიმურობასა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს – კრიტიკა და კრიტიკული აზრი, მხილება განიხილება როგორც ქვეყნისა და მისი ინტერესების ღალატი.
• ამცირებს პოლიტიკური დისკურსის სივრცეს, ხელს უწყობს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას.
• უწყვეტ კრიზისში ტოვებს არჩევნებს — რადგან წინასწარ დელეგიტიმირდება ყველა არაპარტიული მოთამაშე.
• ახორციელებს ოპოზიციური ლიდერების პერსონიფიცირებას და შემდეგ მათი გაშავების პროცესს – უდიდესი საინფორმაციო მანქანა ზრუნავს იმაზე, თუ როგორ გაშავდნენ ოპოზიციური ლიდერები და რამდენად იყოს ეს ყველაფერი ბმაში უცხოურ აგენტებთან.
ემოციური ზემოქმედება ამომრჩეველზე:
• ავითარებს ორპოლუსიან ემოციურ ცნობიერებას – “მთავრობა = სახელმწიფო / ოპოზიცია = მტერი”.
• აჩენს პირადი საფრთხის განცდას ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში: „იქნება ქაოსი, ომი, ლგბტ“.
• ამარტივებს რთულ პოლიტიკურ პროცესებს: „ყველა ერთი ტყავშია, ოღონდ ესენი არ დაბრუნდნენ“.
ერთადერთი მიზანი – უსასრულოდ ძალაუფლებაში ყოფნა. დანარჩენი ყველაფერი საშუალებები/მეთოდებია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved