„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
ნათელია, რომ ქოცრეჟიმი “ეპარება” 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას. “ასეთი ევროკავშირის წევრობა არ მინდა” კობახიძის ღია წერილით მკაფიოდ ითქვა და სულ უფრო აქტიურად ხმოვანდება ქოცების მიერ.
26-ში, 19:00, რუსთაველზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და უფრო ხმამაღლა და უფრო მკაფიოდ განვაცხადოთ, როგორი საქართველო გვინდა და როგორ დავიბრუნებთ სამშობლოს!
ცნობისთვის, კობახიძემ, იმედთან ინტერვიუში, თქვა:
ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი, ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამადლის.














კომენტარები