საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
ქოცებმა დაუსვით შეკითხვა მდინარაძე-კობახიძის ტანდემს: რატო დაფრინავენ და უპრობლემოდ ზვერავენ ბიძინას ადგილსამყოფელს ნატოს (იგივე დიპსტეიტის ) სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს ცაში? სად არიან ამ დროს რუსი ინსტრუქტორები ( მრჩევლები )?ასევე მნიშვნელოვანია დღევანდელი სკანდალის მეორე მხარე ( როგორც რუუსები ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს ), ბრიუსელიდან ჩამოსული ფეიკწერილი რომ გამოამზეურა ოცნების პროპაგანდამ, რატომ ვერ ამზეურებს ნამდვილ მიმოწერას? ოცნების მომხრე რომ ხარ და აიქიუ თითქმის ათიანს რომ გიახლოვდება, როგორ დაიჯერებ, რომ 365 დღიან პროტესტში მხოლოდ ერთი დირექტივა იყო და ისიც შეთითხნილი, სად არის დანარჩენი 364 დირექტივის ორიგინალი? გომელაური გასაგებია, დიპსტეიტის აგენტი შეიძლება ყოფილიყო ( აბა ბიძინას რატომ უღალატებდა? ), მაგრამ მდინარაძე რატომ მალავს? აქვე ვიკითხავ, ბრიუსელიდან დაფინანსებული 300-ზე მეტი აქცია, ასეულობით მილიონი ევრო რომელიც საქართველოში ან ხელჩანთით ან საკვოიაჟით ჩამოიტანეს, ერთხელ მაინც როგორ ვერ გადაიჭირა ან საბაჟომ, ან სუსმა, ან ოდეერმა, ბოლოსდაბოლოს რომელიმე ქოცმა მეზობელმა როგორ ვერ შეამჩნია ულვაშმიწებებული, საეჭვოდ გარდასახული მეზობელი, რომელიმე აქციაზე, ევროს დარიგების მომენტში?არ ვხუმრობ, სერიოზულად ვკითხულობ, “პლაშისა და ხანჯლის” ქართველი რაინდების ფარულ ომში ჯეიმსბონდელებთან, ერთი წარმატებული ფურცელი თუ არის?პ.ს. ის არ ითვლება, ნ.ს. რომ გყავთ უკანონოდ გამოკეტილი, ეგ თვითონ ოპოზიციამ გამოგივლინათ და ჩაგიგდოთ ხელში.














კომენტარები