• რეკლამა
  • კონტაქტი
08:58, კვირა, 24 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქოცებისთვის ვწერ…” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
18:03 06-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
787
ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ნიკო მანაგაძეზე
მიზანი მის მიმართ ნდობის შერყევა, დისკრედიტაცია, რაღაც ისეთის შემოტანაა მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ხალხის ფოკუსს სხვაგან გადაიტანს, გამოიწვევს ნიკოს დემორალიზაციას.
ვერაფრით გატეხეს ეს ახალგაზრდა კაცი. ბოლოს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ აბა, ეს რას დააკლებდა. პირიქით, უფრო გაძლიერდა, მერე კი ხელისუფლება, როგორც გველი, ოჯახში შეუძვრა.
დედა-შვილის ურთიერთობა იმდენად ღრმა ფენომენია, იქ ჩვენ ვერ ჩავერევით და არც უნდა ჩავერიოთ. ეს რეჟიმი დასრულდება და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ის ქალი მოგვიყვება, რა და როგორ მოხდა.
ამ სტატუსს განსაკუთრებით ქოცებისთვის ვწერ – რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერთ, არც თქვენ დაგინდობთ და არც თქვენს შვილებს. ერთადერთი გზა, რომ თქვენი თავიც და თქვენი შვილებიც იხსნათ ამ ბოროტებისგან, ეს არის ამ მანიაკების ჩამოცილება ხელისუფლებიდან. ბიძინასა და შვილებს შორით შვილები უნდა აირჩიოთ.
ნიკოს ამ ფორმით იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ მერე ვიღაცებს კომენტარები აწერინონ, მაგრამ იმ საჯარო მოხელემ, რომელსაც დღეს ჩათებში მესიჯი მიუვა, უნდა ახსოვდეს – საკუთარ შვილზე წერს.
ნიკო მანაგაძეს არ დაუწყია დედამისის კრიტიკა, ნიკო თავისი შეხედულებებით ცხოვრობდა და მოქმედებდა, დედამისმა გადადგა ნაბიჯი მის წინააღმდეგ, უფრო სწორედ, გადაადგმევინეს ეს ნაბიჯი და მერე ამ ბიჭს მოუწია საზოგადოებისთვის აეხსნა, სინამდვილეში რაც ხდება. სხვა გზა არ დაუტოვეს და მანაც პატიოსნად და გულწრფელად გვითხრა. დედა კი არ უარყო, არამედ დიდი ტკივილით გვიყვება ამბავს. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, ნიკოს არ გაუხსნია ეს თემა. ვინ არის მთელი ამ ამბის შემოქმედი ? ხელისუფლება. ნიკოც და მისი ოჯახიც ცხოვრობდნენ ისე, როგორც ცხოვრობდნენ, ხელისუფლება კი ოჯახში შევარდა, დედისა და შვილის ურთიერთობა გამოიყენა. დედას საჯაროდ მიაყენებინა ტკივილი შვილისთვის. ხვდებით, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე ?
ახლა ისე გამოჰყავთ ამბავი, თითქოს შვილმა დედა უარყო, არადა ყველაფერი პირიქითაა – ხელისუფლებამ დედას ათქმევინა (!) სიტყვები შვილის წინააღმდეგ და შვილმა ის მაინც არ უარყო, ტკივილით, გულწრფელად და, მე ვიტყოდი, სიყვარულითაც (მიუხედავად ყველაფრისა) მოგვითხრო დედაზე. სხვა გზა არ დაუტოვეს. გიფიქრიათ, რამხელა ძალა სჭირდება ამას ?! ვისი რა საქმეა, დედა-შვილის ურთიერთობა, ვის ჰქონდა უფლება, ამაში ჩარეულიყო. არავის ! ქოცებო, გაიაზრეთ, რა ბოროტებას ემსახურებით. თითოეული კომენტარის დამწერმა გაიაზრეთ, როგორ გადაგივლით რეჟიმი და, ნიკოსგან განსხვავებით, თქვენ შეიძლება, ვეღარ მოერიოთ ამ ბოროტებას.
და ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვისაც რეჟიმი ებრძვის ამ ფორმებით, ის უფრო ძვირფასი ხდება ჩვენთვის, რადგან იმდენად საშიშია რეჟიმისთვის, რომ ვერაფრით მოერია. ვერც ამ ფორმით მოერევა ! ნიკოს მიმართ ჩვენი პატივისცემა გაასმაგდა, ამ ბიჭს არ დაგაჩაგვრინებთ. იმ დედამისსაც გამოიხსნის ამ ბოროტებისგან. ჩვენ არ გვინდა ქვეყანა, სადაც დედას შვილის გაწირვას აიძულებენ.
დაუსვით მარტივი შეკითხვა საკუთარ თავს – თქვენ, დედა ან მამა, ხელს შეუწყობდით თქვენი შვილის დაუძინებელ მტერს, მასზე ჯგუფური თავდასხმის ბრძანების გამცემს, რომ ეს თქვენი შვილი გაენადგურებინა ? მისცემდით დანას ან საწამლავს თქვენი შვილის მოსაკლავად მის მტერს ? თქვენ გაგიხარდებოდათ იმის ყურება, როგორ მიუგდო ხელისუფლებამ საჯიჯგნად თქვენი შვილი ბრბოს ?
არა. რა თქმა უნდა, ამას არასდროს გააკეთებდით საკუთარი ნებით. ნიკოს შემთხვევაში კი დედას ეს გააკეთებინეს. მე ნიკოს დედაზე ვერაფერს ვიტყვი. ის არ არის ამ ისტორიაში მთავარი. მთავარია ივანიშვილი – ეს რუსი ბოროტი კაცი. ბოროტება დამარცხდება, შვილი კი ქვეყანასაც გამოიხსნის და დედასაც. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს !
ნიკო დღეიდან უფრო ძლიერია. ხელისუფლება ვერ მიაღწევს მიზანს. ეს ნაბიჯი რეჟიმის სასოწარკვეთილების ნიშანია. არც არავინ დაშინდება. უფრო მეტი ადამიანი გაბრაზდება და უარს იტყვის რეჟიმზე.

“ის, რასაც ვებრძოდი, საკუთარ ოჯახში ტრიალებდა” – რას წერს ნიკო მანაგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved