• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქონების გადასახადი შემოსავალზე დამოკიდებული არ იქნება – სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს

ალია ავტორი - ალია
17:03 10-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
919

ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს. ყოველწლიური გადასახადი შემოსავლის მიხედვით აღარ განისაზღვრება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმის კანონპროექტს უწყება სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს, ამ ეტაპისთვის კი მიმდინარეობს რეფორმის ზეგავლენის შეფასება, რასაც მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციები მოჰყვება.

„ქონების გადასახადს რაც შეეხება, ჯერჯერობით, კანონპროექტი ინიცირებული არ არის, თუმცა მზადდება და პროექტის სახით უკვე არსებობს, მიმდინარეობს მისი ზეგავლენის შეფასება, ე.წ. RIA, რაც მთავარი პრინციპია აქ იქნება არა შემოსავალზე დაფუძნებული, არამედ ქონების მთლიან ფართობზე. ეს კომპანიებისთვის გაცილების მნიშვნელოვანია და ზოგადად ეკონომიკურად უფრო სწორი მიდგომაა. ამას დეტალურად, სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე გავიცნობთ, მანამდე საბოლოო გადაწყვეტილებები სამინისტროს დონეზე, შემდეგ მთავრობაზე, იქნება საჭირო კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან და ქონების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი, ვფიქრობ, გაზაფხულზე შეგვეძლება“, – ამბობს გიორგი კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე რეფორმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ დღეს არსებული მიდგომა სწორი არ არის და შესაძლოა, ის ქონების ფართის მიხედვით განისაზღვროს.

„ახალი რეფორმის მიხედვით ქონების გადასახადი შემოსავალზე არ იქნება დამოკიდებული. ეს იქნება დამოკიდებული იმ ფართზე, რომელიც კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს ექნებათ.

ალბათ კონკრეტული ზონების მიხედვით, კონკრეტული კვადრატულის ღირებულებაა დადგინდება… დეტალებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან საჭიროა შეფასება და მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციებია გასავლელი.

დღეს რა პრობლემაცაა 40 000-ლარიანი ზღვარია. ეს არ არის სწორი შეფასების მეთოდი, რადგან შესაძლოა საქართველოში საერთოდ არ ჰქონდეს შემოსავალი, სხვა ქვეყანაში ჰქონდეს შემოსავალი, მეორე მხრივ შეიძლება შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდებოდეს, მაგრამ დიდი ქონების პატრონი იყოს, ამიტომ ქონების გადასახადი სხვა შინაარსის უნდა იყოს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

წყარო: „ბიემჯი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved