• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქოჩორაშვილის გოლი ძალიან ძვირად ფასობს – საკუთარ თავზე აიღო თამაში” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
18:08 09-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
426

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ქოჩორაშვილის გოლი მხოლოდ სილამაზით არ იყო გამორჩეული. არც მხოლოდ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა კუთხითაც.
მგონი სწორად დავთვალე და ალბანეთამდე ამ და წინა ციკლში, ჯამში 19 ოფიციალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 33 გოლი გაიტანა, აქედან 30 საჯარიმო მოედნიდან, 3 – საჯარიმოს გარედან (ამ სამიდან 2 ძალიან ახლოს იყო საჯარიმოს ხაზთან და თავისი ბუნებით საჯარიმო მოედნის გოლებს მიეკუთვნებოდა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საჯარიმოს გარედან კლასიკური გოლი ნაკრებმა ერთი გაიტანა – ჩრდ.მაკედონიასთან გასვლაზე, როცა ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ იყო).
აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, ეს ბევრია თუ ცოტა. არც ესპანეთს გააქვს ბევრი ბურთი საჯარიმოს გარედან. იმის აღნიშვნა მინდა, რაც გუშინ გამოიკვეთა – საჯარიმოს გარედან გატანის პოტენციალიც გვქონია, როცა ამის საჭიროება დაგვიდგა. როგორც არდა გულერმა გაიტანა საჯარიმოს გარედან საკვანძო ბურთი ჩვენთან ან იამალმა – საფრანგეთთან.
საქართველო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და სახიფათო გუნდია სივრცეების შექმნით, მეტოქის შეტევის ჩაშლის შემდეგ ბურთის ამოტანით, სწრაფი კონტრშეტევით. ასევე ტექნიკური ფეხბურთელებით, რომლებიც მცირე სივრცეშიც კი, საჯარიმოში კარგად ხვდებიან და ამუშავებენ ბურთს. ესაა მიზეზი, რატომ გააქვს ნაკრებს თითქმის ყველა გოლი საჯარიმო მოედნიდან.
მაგრამ არის თამაშები, როცა მეტოქე იმდენად ჩაკეტილ თამაშს გთავაზობს, რთულია, საჯარიმო მოედანში ისე შეღწევა, რომ გოლი გაუტანო. აი, აქ შორეული დარტყმები და თამაშის საკუთარ თავზე აღება ხშირად გადამწყვეტი აღმოჩნდება. ასეთ დროს ერთი გოლი წყვეტს მატჩის ბედს. სწორედ ეს მოხდა გუშინ ალბანეთთან. ასე რომ, კიდევ უნდა ვცადოთ. რატომაც არა.
ქოჩორაშვილის გოლი ძალიან ძვირად ფასობს. საკუთარ თავზე აიღო თამაში, ლიდერის თვისებები გამოავლინა და შორიდან დაარტყა. გუნდში 3-4 ფეხბურთელი მაინც არის, რომელსაც შორიდან კარგად დარტყმა შეუძლია. ასე რომ, ქოჩორაშვილის გოლი დამატებითი მოტივაციაა. სხვათა შორის, ჩეხეთთან გოლიც უმნიშვნელოვანესი იყო – თავით გაიტანა. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ზოგადად საჯარიმოში თავით თამაში, ასევე კუთხურიდან ჩაწოდებულის გატანა და საჯარიმო დარტყმები თანამედროვე ფეხბურთში უდიდეს როლს ასრულებს. ხანდახან სწორედ სტანდარტულებს შეუძლია, თამაში მოგაგებინოს და ეს პოტენციალიც უნდა ავითვისოთ.
კონკრეტულად ქოჩორაშვილი ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. არა მხოლოდ თავის პოზიციაზე, არამედ წინაც. მაშინ, როცა გოლის გატანა ვერ ხერხდება, ის არასდროს ნებდება და ყოველთვის პოულობს ხვრელებს. გუშინდელი გოლი არ ყოფილა გამონაკლისი და უბრალო გამონათება. გავიხსენოთ მისი მოქმედება თურქეთთან მიქაუტაძის გოლის ეპიზოდში. ურთულესი სიტუაციიდან შევიდა სიღრმეში, მარტო გაარღვია ზღუდე და გადააწოდა საგოლე ბურთი. ეს გააკეთა მაშინ, როცა ვაგებდით. გავიხსენოთ იმავე თურქეთთან საჯარიმოში შეჭრა, რაც ხარიხით დასრულდა. თუ დააკვირდებით, ამ შეჭრას ხშირად აკეთებს. ჩეხეთთანაც ასე გაიტანა და იმ დღეს, შეიძლება, არ გახსოვდეთ, კიდევ იყო მისი სხვა მსგავსი მცდელობა.
აქვს ერთი მაგარი თვისებაც. თუ არ გამოვიდა რაღაც – არანაირი წუწუნი და დრამა, ადგა, წავიდა უკან, დაიწყო თავიდან. ნამდვილი მანქანაა, რაც იშვიათობაა ჩვენს ხასიათში.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები and ტექსტი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved