• რეკლამა
  • კონტაქტი
20:46, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქნესეთის რომელიღაცა წარმომადგენელი” – რა დაადასტურა და რა არ დაადასტურა სუსმა იციკ მოშეს გამოკითხვის შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
18:15 12-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,524

სუსი ახალ განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ იციკ მოშე გამოკითხა.

საქმე ეხება ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტის გაუქმების შესახებ ისრაელურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე.

რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მედიის ცნობით, ქნესეთის წევრები იძულებულნი გახდნენ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინათ. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში „ისრაელის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში. მედიის ცნობით, ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, “ისრაელის სახლის” დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა. “იციკ მოშეს თქმით, საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა. ის დარწმუნებულია, რომ კონფერენციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება”– წერს მედია.

მდინარაძის უწყება, რომელიც მთელი დღის მანძილზე ცრუს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, ახლა ამტკიცებს, რომ გამოკითხა მოშე, რომელმაც დაუდასტურა, რომ “ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა”.
  • უწყება არ წერს, მოშეს როგორ უნდა გამოერკვია მიღებული ინფორმაცია.
  • უწყება არ წერს, კონკრეტულად რა გზები, რა არხები გამოიყენა ინფორმაციის სინამდვილის დასადგენად, გარდა იმისა, რომ დილით გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ ისრაელის დაზვერვის წარმომადგენელს ესაუბრა და უცნობი წარმომადგენლის თანამდებობრივი რანგი.
  • უწყება არ წერს, რა მიზეზი უთხრა ისრაელმა, რატომ გაუქმდა ვიზიტი ბოლო წამს, თუ არა, თავდასხმის საფრთხე.
მდინარაძის უწყების ცნობით, მოშეს კითხეს, “თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო და მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს.”
სუსი, რომელიც ამ დრომზე, მოშეს წყაროს – “ქსენეთის ეთიკის კომისიის რომელიღაცა წარმომადგენელს” უწოდებს, და პრაქტიკულად ადასტურებს თავისი წერილით, რომ ქსენეთის წევრები ამ საკითხს, მინიმუმ ერთმანეთში მაინც განიხილავენ, ისევ ქართულ მედიასაშუალებებს უწოდებს “აბსურდულს, არასერიოზულს, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების” გამავრცელებლებს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved