• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაზე სანდო კრიპტო სავაჭრო პლატფორმები საქართველოში

ალია ავტორი - ალია
17:30 09-25-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,444

როგორ დაიწყო კრიპტოთი ვაჭრობა და რა უნდა იცოდე მანამდე?

თუ ერთხელ მაინც გიფიქრია, რომ კრიპტო ვალუტები გეყიდა და არ იცი საიდან და როგორ დაიწყო, ეს სტატია შენთვის არის. 

საქართველოში კრიპტოვალუტა და ციფრული აქტივები სულ უფრო პოპულარული ხდება და შესაბამისად ბევრ ადამიანს აწუხებს კითხვა, როგორ შეიძლება დავიწყო კრიპტოთი ვაჭრობა და რა სანდო სავაჭრო პლატფორმები არსებობს. 

სხვადასხვა კრიპტო ქოინებისა და ტოკენების ყიდვა სწორედ კრიპტო ბირჟების დახმარებით შეგიძლია, ასეთი საქართველოში რამოდენიმეა, როგორც ქართული, ისე გლობალური ბრენდი. კრიპტო სავაჭრო პლატფორმის დახმარებით კი, 

მომხმარებლებს ციფრული აქტივების ყიდვა ტრადიციული ვალუტის დახმარებით – ლარით, დოლარით ან ევროთი შეუძლიათ. 

მომხმარებლები თავიანთ ტრადიციულ აქტივებს Spot ბირჟაზე კრიპტოში გადაცვლიან, რაც სხვა თრეიდერებთან ურთიერთობას და აქტივების მათთან გადაცვლას გულისხმობს, ან სულაც კონვერტაციას გამოიყენებენ, რაც ნიშნავს რომ შენი ფიატ ვალუტით იყიდი სასურველ კრიპტოს მომენტალურად, რამოდენიმე კლიკით. 

რა ონლაინ კრიპტო სავაჭრო პლატფორმები არსებობს საქართველოში?

როგორც ვახსენეთ, საქართველოში რამოდენიმე ონლაინ კრიპტო სავაჭრო პლატფორმაა წარმოდგენილი. ამ სტატიაში განვიხილავთ რამოდენიმე პოპულარულ კრიპტო ბირჟას. 

კრიპტალი – პირველი ქართული კრიპტო ბირჟა

საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული ონლაინ კრიპტო პლატფორმა კრიპტალია, რომელიც ამავე დროს ქვეყანაში პირველი ქართული კრიპტო ბირჟაა, ანუ ადგილი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს ონლაინ სივრცეს, სადაც ისინი ერთმანეთთან ივაჭრებენ და აქტივებს მიმოცვლიან. 

რა პლიუსები აქვს კრიპტალს?

პოპულარული კრიპტოვალუტები: პლატფორმაზე წარმოდგენილია ბევრი საინტერესო კრიპტოვალუტა და მათ შორის რამოდენიმე პოპულარული ციფრული აქტივი, როგორებიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და ა.შ. თუ კრიპტო ვალუტის ყიდვა მოგინდა, კრიპტალზე ნამდვილად შეხვდები სასურველ აქტივს. 

Spot ბირჟა & კონვერტაცია: არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გინდა დაიწყო შენი კრიპტო მოგზაურობა, კრიპტალზე სასურველ გზას აუცილებლად შეხვდები. შენ შეგიძლია Spot ბირჟა გამოიყენო, ან თუ მომენტალურად გინდა კრიპტოს მიღება, შეგიძლია კონვერტაციის ფუნქციონალს მიმართო. გარდა ამისა, თუ კრიპტოს ყიდვა ქეშის დახმარებით გინდა, კრიპტალზე OTC სერვისსაც შეხვდები, რა დროსაც შენ პერსონალური ბროკერი დაგეხმარება, რომ კრიპტო სწრაფად და საუკეთესო კურსით მიიღო. 

დაბალი საკომისიოები: კრიპტალზე ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიოები აქვს.

დახმარების გუნდი: ხშირად დამწყებ კრიპტო თრეიდერებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, როგორც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, ასევე პლატფორმის ფუნქციონალთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, კრიპტალის მხარდაჭერის გუნდს შეგიძლია დაუკავშირდე და პასუხი დაყოვნების გარეშე მიიღო. 

მარტივი დეპოზიტი: როგორც გავიგეთ, კრიპტოს დასაწყებად და პირველი აქტივების საყიდლად ფიატ ვალუტები გჭირდება, კრიპტალზე კი, უბრალოდ საბანკო ბარათის დახმარებით შეგიძლია შეიტანო ნებისმიერი თანხა, რომელიც მომენტალურად აგესახება ანგარიშზე. 

რა მინუსები აქვს?

ინტერფეისი: საიტი შედარებით ნელია და ჩატვირთვას რამოდენიმე წამის მეასედით მეტი სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ პლატფორმას. 

მაიქოინსი – კრიპტო ვალუტები ერთ სივრცეში

კიდევ ერთი ქართული კრიპტო სავაჭრო პლატფორმა მაიქოინსია, რომელიც მომხმარებლებს მხოლოდ სწრაფი გადაცვლის ფუნქციას სთავაზობს, სადაც შენ კრიპტო აქტივს პირდაპირ პლატფორმისგან ყიდულობ ფიქსირებულ ფასად და ურთიერთობა არ გაქვს სხვა თრეიდერებთან.

რა პლიუსები აქვს?

პოპულარული კრიპტოვალუტები: მართალია მაიქოინს კრიპტალზე ნაკლები კრიპტო აქტივები აქვს წარმოდგენილი, თუმცა მაიქოინსზე იყიდი ყველა პოპულარულ აქტივს, რომელიც დღეს კრიპტო სამყაროში აქტუალურია. 

კონვერტაცია: ბევრი მომხმარებლისთვის კრიპტოს ყიდვისას სისწრაფე მნიშვნელოვანი ფაქტორია, სწორედ ამიტომ მაიქოინსის სწრაფი გადაცვლა, ისევე როგორც კრიპტალის შემთხვევაში, ამ საქმეში ნამდვილად გამოსადეგი ფუნქციაა. 

რა მინუსები აქვს?

Spot ბირჟა: მაიქოინსის მომხმარებლებს არ შეუძლიათ ბირჟის გამოყენება და სხვა თრეიდერებთან ურთიერთობა, შესაბამისად მათ კრიპტოს ყიდვა ფიქსირებულ ფასად უწევთ პლატფორმისგან და აქტივის ღირებულებას თვითონ ვერ განსაზღვრავენ. 

ინტერფეისი: მაიქოინსი ბაზარზე გავრცელებულ კრიპტო სავაჭრო პლატფორმებს ვიზუალით ჩამორჩება, რაც მოძველებულ ინტერფეისსა და დიზაინში გამოიხატება. 

ქოინმანია – კრიპტო სავაჭრო პლატფორმა სწრაფი გადაცვლის ფუნქციით

კრიპტო ბაზარი ქართული სავაჭრო პლატფორმების ნაკლებობას არ უჩივის და კიდევ ერთი ასეთი კომპანია ქოინმანიაა. 

რა პლიუსები აქვს?

პოპულარული კრიპტოვალუტები: მართალია, ქოინმანია აქამდე ჩვენს მიერ ჩამოთვლილ სავაჭრო პლატფორმებს შორის ყველაზე ნაკლები კრიპტოვალუტით გამოირჩევა, თუმცა აქაც შეხვდები პოპულარულ აქტივებს, როგორიც არის ეთერიუმი, ბიტკოინი და ა.შ

კონვერტაცია: ქოინმანიის პლატფორმის გამოყენებისას, შენ შეგიძლია კონვერტაცია, ანუ სწრაფი გადაცვლის ფუნქციონალი გამოიყენო და აქტივები პირდაპირ პლატფორმისგან შეიძინო. 

ინტერფეისი: სავაჭრო პლატფორმის კარგი და გამორჩეული დიზაინი ნამდვილად არის ის, რითაც ქოინმანიას შეუძლია დაიტრაბახოს. აქ თანამედროვე ინტერფეისს შეხვდები. 

რა მინუსები აქვს?

Spot ბირჟა: მაიქოინსის მსგავსად, ქოინმანიას არ აქვს ტრადიციული ბირჟის ფუნქციონალი. 

კრიპტოვალუტების სიმცირე: მიუხედავად პოპულარული კრიპტოვალუტების ქონისა, პლატფორმაზე მაინც საგრძნობი სიმცირეა სხვადასხვა კრიპტო აქტივისა. 

საკომისიოები: ქოინმანია ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალი კრიპტო საკომისიოებით არის წარმოდგენილი, როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვისა და გატანის შემთხვევაში.

ბაინანსი – გლობალური კრიპტო სავაჭრო პლატფორმა

ჩვენს სიაში საქართველოში გავრცელებული სავაჭრო კრიპტო პლატფორმებიდან პირველად მოხვდა არა-ქართული კომპანია და მისი სახელია ბაინანსი. თუ გამოცდილი თრეიდერი ხარ და სანდო პლატფორმას ეძებ, ბაინანსი შეიძლება ძალიან გამოგადგეს. 

რა პლიუსები აქვს?

პოპულარული კრიპტოვალუტები: ბაინანსზე შეხვდებით უამრავ კრიპტოვალუტას, რომელთა ჩამონათვალიც ასზე მეტ ქოინს ითვლის. აქ ნამდვილად შეხვდებით სასურველ კრიპტო აქტივს. 

Fiat ვალუტა: არ აქვს მნიშვნელობა რა ვალუტის გამოყენება გინდა, ლარი, დოლარი, ევრო თუ სულაც იენი, ბაინანსზე უამრავი ფიატ აქტივით შეგიძლია კრიპტო იყიდო. 

რა მინუსები აქვს?

მხარდაჭერის გუნდი: თუკი რაიმე დაგჭირდა ან უბრალოდ კითხვა გაქვს, წარმატებებს გისურვებთ მხარდაჭერის გუნდთან ურთიერთობაში. 

ინტერფეისი: პლატფორმა გათვლილია გამოცდილ თრეიდერებზე და შესაბამისად, დამწყებთათვის ძალიან რთული, გადატვირთული და კომპლექსური ბირჟაა. 

საკომისიოები: პლატფორმაზე Fiat ვალუტის დეპოზიტისა და გატანის საკომისიო ბაზარზე წარმოდგენილ კონკურენტებთან შედარებით მაღალია.

როგორ შეარჩიო შენზე მორგებული კრიპტო ბირჟა?

როდესაც ვსაუბრობთ კრიპტო სავაჭრო პლატფორმების შერჩევაზე, მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავიგოთ რა არის ჩვენი მიზანი, გვინდა რომ კრიპტო ვიყიდოთ და სხვაგან გადავრიცხოთ, თუ გვინდა რომ ინვესტიციის სახით შევიძინოთ სხვადასხვა ციფრული აქტივი. 

შემდგომ უნდა შევარჩიოთ სასურველი კრიპტოვალუტა, რომლის ყიდვაც გვინდა. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ უსაფრთხოებაც და ავარჩიოთ ყველაზე სანდო კრიპტო სავაჭრო პლატფორმა. 

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები შენთვის მნიშვნელოვანია და მიზნების დასახული გაქვს, კრიპტალი ყველაზე კარგი არჩევანი უნდა იყოს, რადგან პლატფორმას აქვს ციფრული უსაფრთხოების ორი მნიშვნელოვანი ტექნოლოგია – ISO 27001 და CCSS. დამატებით, ფიატის დადეპოზიტების მარტივი გზა და კრიპტოს ყიდვის ორი ხერხი – Spot ბირჟა და კონვერტაცია. 

შეჯამება: კრიპტო სავაჭრო პლატფორმები საქართველოში

იმისათვის, რომ კრიპტოთი ვაჭრობა დაიწყო, აუცილებლად დაგჭირდება სავაჭრო პლატფორმების დახმარება, მათი შერჩევისას კი, მნიშვნელოვანია სწორად გქონდეს დასახული საკუთარი მიზნები, თუ რისთვის ყიდულობ რომელიმე კრიპტოვალუტას და რაც მთავარია, რომელი ქოინის ყიდვა გსურს. 

საქართველოში რამოდენიმე კრიპტო სავაჭრო პლატფორმაა წარმოდგენილი, როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური, თუმცა თუ ყველა ფუნქციონალი, რაზეც ვისაუბრებთ, შენთვის აუცილებელია, ყველაზე დაბალანსებული და მისაღები არჩევანი კრიპტალია. 

 

თეგები: კრიპტალიკრიპტო ბირჟაკრიპტო–ვალუტა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა
ახალი ამბები

ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა

17:02 05-19-2025
თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

15:38 05-19-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved