• რეკლამა
  • კონტაქტი
22:20, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველაზე კომიკური იყო ალბათ, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ თბილისი აქ დგასო“ – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:18 04-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,352

“ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, იმიტომ, რომ გუშინ ჩვენ დავინახეთ რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არანაირი მომავალი ამ ქვეყანაში არ აქვს. არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და  დადგა იქ, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას, აპირებს უარი თქვას ქართულ სახელმწიფოზე, უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორს, ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ ჯენზის თავისუფალ თაობას, ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, იმიტომ, რომ თქვენ არ იცით რა არის თავისუფლება, იმიტომ, რომ უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ხართ ბიძინა ივანიშვილის მონობაში გაყიდული.

რაც შეეხება გუშინ კომიკურ გამოსვლებს, ყველაზე კომიკური იყო ალბათ, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ თბილისი აქ დგასო. თბილისი გუშინ არ იდგა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი დადგება, არც ბათუმი დადგება, არც თელავი დადგება, არც ახალციხე დადგება, არავინ არ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან.

გუშინ, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს ნამდვილად ქართველი ხალხის მადლიერებას იმისთვის, რომ გვითხრა რას პირდება საქართველოს. რას პირდება ვიღაც გაუგებარი გზებით გამდიდრებული  კაცი საკუთარი ფულის დასაცავად. “

თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved