• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველას გვახსოვს, თუ როგორ გამოშიგნეს „პუმას“ ვერტმფრენი, ბელადისთვის სასეირნოდ რომ გადაეკეთებინათ – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
13:54 07-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,614

არ შეიძლება სიხარულით გამოაცხადო კოვიდის პირველი შემთხვევის დაფიქსირება. არ შეიძლება, ოჯახში, სადაც ტრაგედია მოხდა, ჭიშკარზე გადაძვრე და ჭირისუფალს დევნა დაუწყო. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ყველა ვხედავთ, თუ როგორ უკაწკაწებთ კბილები იმისათვის, რომ ოღონდ რაიმე უბედურება მოხდეს, რათა ეს ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ გამოიყენონ.

,,ძველი ბერძნები მონებს სპეციალურად ათრობდნენ და შემდეგ მთვრალ მონებს ბავშვებს აჩვენებდნენ, რათა მათ სცოდნოდათ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. დღეს ეს ე.წ. კრიტიკული მედია და ვითომ რადიკალური ოპოზიცია შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. რომ არ შეიძლება, ხანძრის დროს პირდაპირ ეთერში წამოგცდეს ფრაზა – ჩააქრეს ამის დედაო. არ შეიძლება, სიხარულით გამოაცხადო კოვიდის პირველი შემთხვევის დაფიქსირება. არ შეიძლება, ოჯახში სადაც ტრაგედია მოხდა, ჭიშკარზე გადაძვრე და ჭირისუფალს დევნა დაუწყო.

ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, რასაც ალექსეი ტოლსტოი თავის რომანში „მეფე პეტრე პირველი” რუსებზე წერდა.

როცა გერმანელი გლეხი ხედავს, რომ მისმა მეზობელმა კარგი სახლი ააშენა, იშრომებს და თავად უკეთესს ააშენებს. ჩვენი კი უჩივლეს, დაუმტვრევს და ბოლო-ბოლო დაუწვავს, ოღონდ ის უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ბოღმა, ბოროტება, შური და რევანშის სურვილი და ამ ვნების დაკმაყოფილებისთვის ყველა საშუალების გამოყენება. ყველას გვახსოვს, თუ როგორ გამოშიგნეს „პუმას” ვერტმფრენი, ბელადისთვის სასეირნოდ რომ გადაეკეთებინათ. ყველამ ვნახეთ, თუ როგორ ვერ ჩაითრია სამაშველო ოპერაციის ცუდად ჩატარების წარმოჩენაში ერთ-ერთმა „ჟურნალისტმა” მოქმედი პროფესიონალი.

ყველა ვხედავთ, თუ როგორ უკაწკაწებთ კბილები იმისათვის, რომ ოღონდ რაიმე უბედურება მოხდეს, რათა ეს ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ გამოიყენონ. მაპატიეთ ამ შეფასებისათვის, მაგრამ კარგია ასე რომ შიშვლდებიან. კარგია, რომ გვაჩვენებენ იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და ნამდვილად არ არის საჭირო, მათი დამუნათება.

იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ, თუ შეძლებენ”, – წერს გაბრიჭიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved