• რეკლამა
  • კონტაქტი
21:39, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველას დედებს გიტირებთ, ვისაც დახმარებას გთხოვდით მიშას გადარჩენაში” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:53 10-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,929
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
ვინც მიხეილ სააკაშვილის კაბინეტს ხედავთ და ფიქრობთ, რომ ეს არანორმალურია, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან ნორმალურია!
ნორმალურია იმიტომ, რომ ნებისმიერი, ოდნავ გონიერი და პატიოსანი ადამიანისთვის, ნათელი იყო რომ აქამდე მოვიდოდა ის თვითდესტრუქციული პროცესი, რომელიც რეალურად 2008 წელს თბილისის წაგების შემდეგ დაიწყო, 2012 წელს, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, კატასტროფულად დამძიმდა და დღეს არის აი აქ – ჯოჯოხეთში.
ძაღლის ყბა მქონდა გამობმული და ხან ერთთან მივრბოდი, ხან მეორესთან, ხან მესამესთან – ვყვიროდი, რომ ეს კაცი თავს იღუპავს და საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი!
მე ვხვდებოდი, რომ მიშა რეალობას აცდა მთლიანად – იმ რეალობას, რომელშიც წააგო, იმიტომ რომ თვითონ ხომ “გამარჯვებებისთვის დაიბადა?” როგორ შეიძლება მან წააგოს? რეებს უგონებთ? მტრები ხართ!
იმ რეალობაზე გაბრაზდა რაშიც მას უარი უთხრეს! He refused to feel rejected! რეალობას აღარ იღებდა და თავის მოგონილ რეალობაში იკეტებოდა – რომ თითქოს ის ზებუნებრივი მოვლენაა, რომ მას ყველა ეთაყვანება და ვინც მას არ ეთაყვანება, ყველა პუტინის აგენტია.
ამ ხალხმა გიჟად, გარიგებულად, მოღალატედ და შურიანად შემრაცხა.
რას ვიზამდი? – ძალა მიშას ჰქონდა და გიჟი იყო, თუ ჯანმრთელი, მასთან დალაგება უნდოდათ, რომ პირადი გამორჩენა მიეღოთ.
ასე მიუშვეს ბოლომდე, უძახეს ძალიან მაგარ ფორმაში ხარ – ჟანრის კანონი ითხოვს შენს გამეფებასო და ზურგის ქარი მისცეს თავის ბოლომდე გაფარჩაკებაში.
ცხადია, რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე და არავინ სხვა, მაგრამ ყველას, აი სულ
ყველას დედებს გიტირებთ, ვისაც დახმარებას გთხოვდით ამ კაცის გადარჩენაში და თქვენ ვირუსად და მოღალატედ გამომაცხადეთ.
სულ ყველას!
p.s. მიხეილ ჯავახიშვილის კურდღელი წაკითხული გაქვთ?
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved