• რეკლამა
  • კონტაქტი
14:05, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველას აინტერესებს როგორ გადამედო კოვიდ19 – ვიცვლიდით ტანსაცმელს და…”

ალია ავტორი - ალია
05:06 10-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ ახალი კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ მან “ინსტაგრამ” გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

“გავიდა გარკვეული პერიოდი და მე ვარ მზად, ვილაპარაკო ხმამაღლა, რომ დავამარცხე კორონავირუსი.

დავამარცხე სახლში. პრინციპში დღეს არის ბოლო დღე, როდესაც ვზივარ და გამყავს დრო. ხვალიდან შევუერთდები ჩემს ოჯახის წევრებს.

მათთან საუბრით ძალიან ვმშვიდდებოდი და ძალიან დამეხმარნენ. ეს იყო ნოდიკო ტატიშვილი და კახა მიქიაშვილი. ტელეფონზე ვეკიდეთ მე და ნოდიკო, კახა მიქიაშვილიც ჩუმად ებრძოდა ვირუსს და ბოლო იმედი მან ჩამისახა. დაამარცხა. საიდან გადამედო მივხვდი ამას. გადამედო ჩემი სტუმრისგან, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია. ჩემთვის მეთერთმეტე დღე არის დღეს, ოჯახის წევრებს არ აქვთ ვირუსი.

ყველას აინტერესებს რა პირობებში გადამედო. ერთად ვიყავით გარდერობში და სამოსი, რომელსაც მე ვეღარ ვიყენებ, მინდოდა მას ჰქონოდა, რადგან მე მოვსუქდი. ვიცვლიდით ამ ტანსაცმელს და როგორც ჩანს ამ დროს გადმომეცა. მას მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები, 4-5 დღეში მეც გამომივლინდა.

თავიდან მე დამეწყო ძლიერი ტავის ტკივილით. თითქმის მთელი დღე არ გამიყუჩდა, დილით გავიღვიძე სიცხიანმა. გავიკეთე პირველი ტესტირება, არ ვენდე და მეორე ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა.

ყველა გადარჩა ვინც ჩემთან იყო კონტაქტში. ვიდრე სიცხიანი გავიღვიძებდი, იმ ღამეს სიყვარულის შემოტევა დამემართა და ოჯახის წევრები კოცნებით გავავსე. ამდენი ჩემი შვილებისთვის და მეუღლისთვის არ მიკოცნია, რა მეტაკა არ ვიცი.

იმუნიტეტი თუ გაქვთ კარგი ნუ გეშინიათ. მე იმ მომენტში დამიქვეითდა იმუნიტეტი და მაშინ მომერია. ასევე დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. არ მინდოდა ამის აფიშირება, იმიტომ რომ მეც შეშინებული ვიყავი.

ძალიან მალე ვიღლები. როცა მინდა წავიმღერო სუნტქვა მივარდება. ზურგი არ მტკიოდა, ყნოსვა და გემოც დამეკარგა, ახლაც ვერ ვგრძნობ სრულყოფილად. რაც შეეხება შებრუნებას, უნდა ვიცოდეთ გამოგვიმუშავდა თუ არა ანტისხეულები. ასე თუ მოხდა, გარკვეული პერიოდი დასვენებულები ვიქნებით.

სისხლის ანალიზი გავიეკთე ვირუსის დროს, რადგან სუსტი სისხლძარღვები მაქვს, რადგან ანალიზი დადებითი იყო, არანაირი წამალი არ დამილევია. ხალხო ტყუილად არაფერი დალიოთ, იმიტომ რომ პროფილაქტიკისთვის მიღებული წამალი არ არის სასარგებლო. ძალიან ბევრს დავდიოდი.

შეგიძლიათ ტელეფონზე ისაუბროთ და თან იაროთ. ლიმნიან წყალს ვსვამ ძალიან ბევრს. თუკი ბოლო 2-3 დღის მანძილზე სიმპტომი არ გაქვთ გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი და შეუძლია ტესტის გარეშე დატოვოს ტერიტორია.

მწეველებს რაც შეეხება, ერთი წელია არ გავკარებივარ თამბაქოს და ეს ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია”

თეგები: თიკა ფაცაციაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
ახალი ამბები

გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

12:43 12-19-2025
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved