საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება.
“ყველაფერში ასე რომ დამიჯერონ და რაც მთავარია, დროულად, არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ ახლა…”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ომიკრონ შტამის დადასტურების შემდეგ ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება.
კომენტარები