• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაფერი პოლიციის ბრალია, ღმერთო უშველე თამარის ოჯახს და საქართველოს!”

ალია ავტორი - ალია
17:50 08-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ტელევიზიით მსჯელობენ, იყო თუ არა გარდაცვლილი გოგო ნარკოტიკებზე დამოკიდებული, როგორ ექცეოდნენ მშობლები სახლში, რა წამლებს სვამდა, იყო თუ არა ლეზბოსელი, რამდენი ფული ჰქონდა ანგარიშზე, რამდენჯერ იყო ნამყოფი ფსიქოლოგთან …

ყოველდღე დაათრევენ აქეთ-იქით მედიაში 23 წლის ბიჭს, რომელიც დალაი ლამაა, მაჰათმა განდია და სექსზე უარს სულიერი მიზეზების გამო ამბობს და ამ თემაზე საკუთარი ნებით საუბრობს ტელეაუდიტორიის წინაშე!

სიტყვის თავისუფლების, არაეფექტიანი გამოძიების სრულყოფისა და არაპროფესიონალი, მიკერძოებული სამართალდამცველების გაკონტროლების “კეთილშობილური” მიზნებით პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს !!!

ზნედაცემულობა და გარყვნილება…

ილიას “სარჩობელაზედ” ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული… თითქოს ხალხს გული უკვდება ახალგაზრდის სიკვდილის გამო, სინამდვილეში კი სანახაობისთვის იყრიან თავს მოედანზე.

35 ათასი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა და აკომენტარებდა ამ საზიზღობას, კომენტარებზე ელდა მეცა, ისეთი აზარტი ჩანს მსმენელთა მხრიდან…მრცხვენია !!!

ყველაფერი პოლიციის ბრალია…

გამოგეძიებინათ სწრაფად და შედეგი დაგედოთ, აქამდე არ მივიდოდა საქმე.

ღმერთო, უშველე თამარის ოჯახსა და საქართველოს!

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმებაჩანა ლობჟანიძელევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved