საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მარშის მონაწილეებთან, თავისუფლების მოედანზე მივიდა, სიტყვით გამოსვლისას, ამბობს:
ის საქართველო, რომელიც დღეს ჩვენ წინ დგას, არის თავისუფალი საქართველო, აქ არავინ არის ძალით მოსული, არავინ არის მოსული იმიტომ, რომ თუ არადა, სამსახურს დაკარგავო. არც ერთი სტუდენტია მოსული იმიტომ, რომ თუ არა და სტიპენდია არ გექნებაო.
არაფერია უფრო ძვირფასი – ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე – თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის საზოგადოებაა, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად, და ქართულად შედიან ევროპაში.
დღეს დგას აქ ხვალინდელი საქართველო, გუშინდელი საქართველო, ოღონდ, არა ის, რომელიც იყო ჩაძირული საბჭოთა კლანჭებში, ის თავისუფალი საქართველო, ჩვენი წინაპრების, ის და ეს საქართველო ერთია და ერთად შევლენ ევროპაში.
მე მინდა აქედან მივმართო, მაია სანდუს, მაია, იმედია დღეს იქნება შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში.
მინდა მივმართო ვოლოდიმერ ზელენსკის, აქედან, თქვენგან და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.
მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როცა შევალთ ევროპაში, როგორიც არც დაესიზმრებათ.
არ მინდა ამ დღეებში გავიგო რამე – თუ, ან, რომ, – ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი.
კომენტარები