ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
ისე, რომ იცოდეთ, შენჟენში დამთავრდა სი ძინ პინის, ტრამპის და პუტინის შეხვედრა. სულ 1.5 საათი გაგრძელდა, აქედან 10 წუთი ღია ნაწილი, ერთმანეთის მისალმება და მოფერება.
პირდაპირ გითხრათ, მეტ დროს ველოდი. ამ მოლაპარაკებებზე, მინიმუმ ორი თარჯიმანი იმუშავებდა. ანუ, სამი პირველი პირის სასაუბრო სუფთა დრო დაახლოებით 45 წუთი იქნებოდა. ვისაც ოდნავ ჭკუა აქვს, იოლად მიხვდება, რომ ასეთ ბლიცში აშშ-ს, ჩინეთის და რუსეთის ლიდერები არათუ რაიმეზე შეთანხმებას, არამედ, თითოეული მათგანი, მისთვის საინტერესო ყველა საკითხის არგუმენტირებულ წარდგენასაც კი ვერ მოასწრებდა. ნუ, ეს ვისაც ჭკუა აქვს, თორემ ვინც პროპაგანდის მსხვერპლი ან მისი ნაწილია, იმათ არ ვგულისხმობ.
სინამდვლეში შეხვედრის ასეთი ხანგრძლივობა ნიშნავს, რომ ან სიმ და ტრამპმა შეხვედრის ჩატარების საჯარო ინიციატივით გამოსულ პუტინს ანგარიში გაუწიეს და პროტოკულური ხასიათის შეხვედრა ჩაატარეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტს მათთან ერთად, სამიტში მონაწილე სხვა ლიდრებისგან ცალკე, ფოტოების გადაღების საშუალება მისცეს, ან მხარეთა პოზიციები იმდენად წინააღმდეგობრივი იყო, რომ შეხვედრის გაგრძელება უაზრობა აღმოჩნდა და მალევე დაიშალნენ.
მე პირველ ვერსიას უფრო ვიზიარებ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ტრამპ- სი ძინ პინი- პუტინის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ არანაირი ოფიციალური კომუნიკე ან ერთობლივი დოკუმენტი არ გავრცელებულა, რაც, როგორც წესი ასეთი სამიტების აუცილებელი ატრიბუტია, თუნდაც იმას წერენ ლიდერებმა რა საკითხები განიხილეს.
“რაც მთავარია”, პუტინმა დანარჩენ ორთან ერთად ფოტო გადაიღო! მისი პროგრამა მინიმუმი მიღწეულია! ახლა რუსი პროპაგანდისტები და მათი დამქაშები გამოფენენ ამ ფოტოებს და დაიწყებენ მორიგი მითების შეთხზვას “მსოფლიოს სამი დიდი ლიდერის” მიერ გლობუსის გაყოფაზე.
ამასობაში კი, უკრაინამ პარალელურად ყირიმის ხიდის სარკინიგზო ნაწილსაც დაარტყა და მწყობრიდან გამოიყვანა. ყველაფერი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, თუ არ ჩავთვლით საქართველოს, რომელშიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სასოებით ელოდება, როდის მიჰყიდის ტრამპი ჩვენს ქვეყანას რუსეთს.











კომენტარები