• რეკლამა
  • კონტაქტი
17:20, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაფერი მაქვს ნანახი ტყვეობაც, ციხეც, ომიც, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს მინახავს – გიორგი აბდალაძე

ალია ავტორი - ალია
20:00 04-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

„ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს ნანახი ტყვეობაც, ციხეც, ომიც, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს მინახავს, რასაც აქ ვხედავ… როგორ იბრძვიან სულ პატარა გოგო- ბიჭები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად,“ – აცხადებს GTmedia-სთან ცნობილი ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც უკვე ერთი თვეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ებრძვის კორონავირუსს.

“ათი დღის წინ, ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი… ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს,“- ამბობს აბდალაძე და ადამიანებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სამედიცინო პერსონალს.

“ხშირად მესმის ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ადამიანებო, მე შემომხედეთ, ჩემნაირ ადამიანებს შეხედეთ რეანიმაციებში და გაითვალისწინეთ, ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა და მისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციის, პირბადისა და დისტანციის საშუალებითაა შესაძლებელი,“ – ამბობს გიორგი აბდალაძე.

ფოტოგრაფს, როგორც თავად ამბობს, ახლა უკვე ორი დაბადების დღე აქვს – ერთი აგვისტოში, მეორე კი აპრილში. მის ხელმეორედ დაბადებას ის კლინიკის პერსონალს და პირადად ლევან რატიანს უმადლის და ამბობს, რომ როცა კლინიკას დატოვებს, ამ ადამიანების შრომას რეპორტაჟს და გამოფენას მიუძღვნის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს, როგორ იბრძვიან ექიმები ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე.

“თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა ხდება აქ, რეანიმაციის განყოფილებაში. აქ არ არსებობს შაბათი, კვირა დღესასწაული, დღე და ღამე… სამედიცინო პერსონალი მუდმივად ებრძვის სიკვდილს და სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს. ეს მინდა ვაჩვენო საზოგადოებას ჩემს რეპორტაჟში, რომელსაც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ,“ – გვითხრა გიორგი აბდალაძემ.

თეგები: გიორგი აბდალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved