• რეკლამა
  • კონტაქტი
20:11, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველაფერი დამენგრა, ყველაფერი ნულიდან დავიწყე…“ -მარინა ბერიძე

„მეგონა,საქმე მთავარი იყო ჩემთვის. აი, აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა“

ალია ავტორი - ალია
20:20 02-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვის პირადზეც იმდენი რომ ესაუბრათ, რამდენიც მუსიკოს მარინა ბერიძეზე ილაპარაკეს, თანაც იმ ასაკში, როცა, როგორც წესი, ქარიშხლები ურთიერთობებში მინავლებულია და წყვილი უმეტესად მშვიდი ცხოვრებით ტკბება ხოლმე. მარინა ბერიძის ცხოვრებაში ქარიშხლები სწორედ ამ დროს, 65 წლის ასაკში დაიწყო. ის და მუსიკოსი ზურა ლალიაშვილი 43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ.

მარინა ბერიძე ამ საკითხზე ყოველთვის ძალიან ზომიერად საუბრობდა და ჟურნალისტებიც დიდად არ აწუხებდნენ მსგავსი კითხვებით. რამდენიმე ხნის  წინ კი ლამის მთელი ქვეყანა მისი ოჯახის ამბებს განიხილავდა. ეს ყველაფერი მისი ყოფილი ქმრის მეორე ცოლის, მომღერალ რუსუდან მუმლაძის ინტერვიუს მერე დაიწყო.

სოციალურ ქსელებში ამტყდარ მითქმამოთქმას და ყველა საიტზე ამ ინტერვიუს გაშუქებას მარინა ბერიძემ ღირსეული დუმილით უპასუხა. 70 წელს გადაცილებული მუსიკოსი ისევ საყვარელ საქმეს აკეთებს,,,მთავარზე” რუბრიკას უძღვება, ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობს და ქალიშვილით და ოთხი შვილიშვილით ტკბება.

– ყველაფერი დამენგრა, ყველაფერი ნულიდან დავიწყე… ერთდროულად მიეწყო ერთმანეთს ხელისუფლების, სახლის შეცვლა, ბევრი რამის დაკარგვა. იცით, რა შეგრძნება მქონდა? არიქა, ახლა მოვიცალოთ ამ ქალისთვის და ყოველი მხრიდან გავანადგუროთო. რატომ იყო ეს საჭირო, ვერ გავიგე…

უკან რომ ვიხედები, ბევრ შეცდომას ვხედავ, მაგრამ მათი გამოსწორება ძალიან ძნელია. რაც იყო, იყო, ალბათ იმ ეტაპზე სხვანაირად არ შეიძლებოდა. პირად ცხოვრებაშიც უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, რადგან სამსახურს გადავყევი. კაცი ხომ ასეთია, თუ რაღაც პაწაპუწა მოაკელი, ვიღაც გამოჩნდება, რომელიც იმ პაწაპუწას გაუკეთებს, მერე მიდი და იხტუნავე, რამდენიც გინდა.

მეგონა,საქმე მთავარი იყო ჩემთვის. აი, აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა. ბევრი სხვა რამეა უფრო მთავარი, ამიტომ ზუსტად ერთნაირი დარტყმა მივიღე პირადშიც და კარიერაშიც, – უამბობდა ქალბატონი მარინა ,,სარკეს”.

თეგები: მარინა ბერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved