პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ყველაფერი აქვს “ქართულ ოცნებას” – ფულიც, ძალაუფლებაც, მედია რესურსიც, ბიუროკრატიული აპარატიც!
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთელ დიპკორპუსს, საქართველოს საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციებს სრულად აკონტროლებენ.
და ამ დროს ევროპარლამენტში ერთი დამცველი არ ჰყავთ… მოკავშირე ევროპარლამენტართა ხუთწევრიანი ჯგუფის ჩამოყალიბებაც კი ვერ მოახერხეს.
რატომ?
თვითკმაყოფილნი არიან, ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ იტანენ, ზედმეტი თავდაჯერებულობით ხელმძღვანელობენ, საკუთარი შეცდომების აღიარებასა და გამოსწორებას, სიკვდილი ურჩევნიათ… და უნიჭობა, უფერულობა, უფანტაზიობა, შეზღუდული ტექნოკრატიული აზროვნება, უპირობო მორჩილება და ფარისევლობა ბატონობს მათ რიგებში.
ჰოდა, ევროპარლამენტიდან ცხენის ჩონჩორიკით სავსე გოდორი ისროლეს მათი მიმართულებით.
უბედურება ის არის, ეს სროლა მარტო მათ არ დააზიანებს, ქვეყანასაც ავნებს და დესტრუქციულ ძალებსა თუ განწყობებს წაახალისებს.”
კომენტარები