ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„მე იმდენად დაკავებული ვარ, 100-მდე კლინიკა მუდმივად ონლაინ ან სატელეფონო კავშირშია ჩვენთან და მუდმივად გვთხოვენ რჩევებს, რომ ამისთვის დრო არ მრჩება, ალბათ არის ასეთი, ალბათ. თქვენ რა გგონიათ მსოფლიოში არ არის ეს ფენომენი? ყველგან არის, მაგრამ რაც უფრო ცივილიზებული სახელმწიფოა, რაც უფრო კანონმორჩილი და დიდი ტრადიციები აქვთ დემოკრატიის, იქ უფრო ნაკლებია, თორემ ყველგან არის, პროტექციონიზმი რა ამერიკაში არ არის გგონიათ? ყველგან არის…
ვცდილობთ, მაგრამ ადამიანები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ვერ გამორიცხავთ ამ ფენომენს მთლიანად, რომ ვიღაც ვიღაცას იცნობს და ვიღაც ვიღაცას მეტ ანგარიშს უწევს ან ახლობლობით ან იმიტომ, რომ ის დამსახურებული, ცნობადი პიროვნებაა. მასიური ხასიათი ამას არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენთან. მე პირადად გამოვირჩევი იმით, რომ ჩემთვის არ არსებობს პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული პიროვნება, რომელიც ვთვლი, რომ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. იციან საქართველოს მოსახლეობამ და ჩემმა პაციენტებმა, რომ მათ ვუთმობ მომეტებულ ყურადღებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რიგითი და არაპრივილეგირებული პაციენტების ხარჯზე. ამით ჩვენი კლინიკა ცნობილია და პირადად მეც ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველანაირ პაციენტს, უპატრონოს ასე ვთქვათ, თუ ხელმოკლეს, თუ მას კლინიკური ჩვენებები აქვს, ჩვენ მას თავზე ვევლებით. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ქვეყანაზე და არა კლინიკაზე, მაგრამ ჩვენს კლინიკაში სულ 5 გარდაცვლილი გვყავს, რადგან ექიმები 24 საათიან რეჟიმში თავს ევლებიან პაციენტებს”
კომენტარები