• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველამ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, გაარიდეთ შვილები ამ ჯოჯოხეთს, ,,სამშობლოს“ რომ ვეძახით…” – ხვიჩა ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:55 01-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

“მესამე კვირაა ძალიან ცუდად ვარ, ფიზიკურ და ნევროზულ პრობლემებს ვებრძვი, მთელი ეს დრო ვარ ექიმების და წამლების ცვლაში, რასაც უამრავი დრო და ფინანსები მიაქვს… არ შეიძლება ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, მაგრამ მაქვს უამრავი ვალდებულებები სამსხურეობრივი და საბანკო… ანუ, ცუდად ყოფნის „ფუფუნებაც“ კი არ მაქვს, ცუდად ყოფნაც კი არ შემიძლია…

ეს ე.წ. სიმშვიდე, რომელიც ახლა უბრალოდ კარგი კი არ იქნებოდა, გადარჩენისთვის მჭირდება არანაირად არ გამოდის და ამ ჯოჯოხეთში, უცებ ბანკი 1000 ლარიან იპოთეკურ სესხს მიზრდის 1256 ლარამდე, ანუ 4%-ით და ეს უნდა გაგრძელდეს კიდევ 14 წელი… რეფინანსირება, სახელმწიფო კრიზისი და ბლა-ბლა-ბლა…

ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმესგან დახმარება მჭირდება, წამითაც არ იფიქროს ვინმემ… თუ დამჭირდა შევაწუხებ კონკრეტულ ადამიანებს, რასაც ყოველთვის გავურბივარ, 37 წლის მანძილზე… (ამ კრიზისის დროს ყველა ჩინოვნიკის ხელფასი გაიზარდა, ათასობით ლარით)

ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს არც დაუფიქრებლობით მომდის და არც სპონტანური ბრაზით – ყველას ვისაც შესაძლებლობა გაქვთ გაარიდეთ შვილები ამ ჯოჯოხეთს, ,,სამშობლოს“ რომ ვეძახით…

ჩვენ არ აღმოგვაჩნდა იმის უნარი მონები არ ვყოფილიყავით, ვცადე მე ეგ და დავმარცხდი, ყველა ჩამნაირი უკომპრომისო ადამიანი განწირულია, ვერეფერს შეცვლის, მხოლოდ თავს დაიზიანებს, აქ 10-დან, 8 მონაა, სისტემებს, ტრადიციებს, სუბიექტურ კეთილდღეობას მიყიდული მონა, და ის 2-ც რაღაც მომენტში მონასავით იქცევა პერიოდულად, როგორც მე, იმტომ რომ უბრალოდ გადარჩეს, სხვანაირად არ გამოდის…ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს იქნება პოლიტიკური კლასის, ბანკების და ძალიან მცირე შემთხვევით გამდიდრებული ჯაყოების ბატონობის ქვეშ, ჩვენი მონური ფსიქიკით გამორიცხულია რამე შევცვალოთ, ამიტომ მეგობრულად გირჩევთ ყველას, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაარიდეთ ბავშვები ამ ჯოჯოხეთს, საკუთარი შვილების ჭამია დედაბერს ,,სამშობლოს“ რომ ვეძახით..”

თეგები: ხვიჩა ყალაბეგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved