ფოტო – მთავარი
“ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არიან.
ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, – თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ მედიასთან თქვა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის.
წყარო – მთავარი
კომენტარები