• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველამ მიგვატოვა… მდინარე ისევ ადიდდა, გამორიცხულია ვინმეს გაესწრო…” – რას უყვება ალიას მარიტა, რომელიც ეჭვობს რომ და-ძმა და ახლობლები ცოცხლები აღარ არიან

ალია ავტორი - ალია
05:05 08-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,640

ალიას ესაუბრება მარიტა გუტაშვილი, შოვის ტრაგედიას გადარჩენილი, რომელმაც დღეს პირველმა გააჟღერა მედიასთან, რომ ხელისუფლებისგან პასუხად მიიღეს – ბოდიში, ღამეა და ამის გამო, ვერტმფრენებით ვერც ძებნის ოპერაციებს გავაგრძელებთ და ვერც გადარჩენილებს გაგიყვანთო.

მართალია, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურსა და გადარჩენილებს, ყველა საჭირო ნივთი და პირობა აქვთ შექმნილი ღამის გასათენებლად, მაგრამ მარიტამ სოციალურ ქსელში დაწერა:

“მცივა და ვინმემ ჰუდი მომიტანეთ, ხალხს ცივა აქ და რამე წამოიღეთ საწვიმრები , საწვიმარი პარკები არა , საწვიმრები. გამეყინა სისხლი რო მაცდევინეთ მიმაღწევინეთ დილამდე ონის მუნიციპალიტეტის მერია”

ცოტა ხანში, მომწერა: – “თამო მე ვარ მარიტა, მე მეყინება სისხლი და მდინარის და დედაჩემის ღრიალის მეტი არაფერი ისმის… დედაჩემს თავს მოკვლა უნდა და აკავებენ…”

მარიტა გვიყვება, რომ მდინარე ისევ ადიდდა, თავისი თვალით ნახა რა მდგომარეობაა და აღარ აქვს იმედი, რომ მეწყერის ზონაში დაკარგულებიდან ვინმე იყოს ცოცხალი.

მარიტა ეჭვობს, რომ და, ძმა, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი სამი შვილით, რომლებიც დაკარგულები არიან, ცოცხლები აღარ არიან.

“აღარაა საერთოდ ის ადგილი და მეეჭვება ვინმეს გაესწრო. გამორიცხულია, რამე მოეხერხებიათ. არც გზაა, წაღებულია ყველაფერი. ჩვენ მეწყრის ბოლოში ვართ. ძალიან ბევრი ადამიანია დაკარგული, დამსვენებლებიც, მათ შორის. სიაც არ აქვთ გადარჩენილების რომ გამოაქვეყნონ”, – გვიყვება მარიტა და ამბობს, რომ ძალიან ცივა და საწვიმრები და ჰუდები არავის მიუწოდებია გადარჩენილებისთვის.

“არ მოუტანიათ არაფერი…  ყველას ფეხებზე ვკიდივართ… ალბათ, ბარემ ჩვენც გაგვასვენებენ რო მერე მთელი ცხოვრება მშვიდად იყვნენ…  ენუქიძე გაიქცა… ხო, აბა, აქ ძალიან ცივა და… ყველამ მიგვატოვა და წავიდნენ სათათბიროდ…” – ამბობს ალიასთან მარიტა. 

თამო კეშელავა, ალია

“არ უპოვიათ ჩემი ოჯახი… 3 პატარა ბავშვი… 35 კაცი იუსტიციის სახლიდან… ბოდიში, ღამეაო” – ტრაგედიის გაგრძელება

თეგები: ბოდიში ღამეა – შსსშოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved