• რეკლამა
  • კონტაქტი
22:04, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია, აცრილი მოქალაქე არ კვდება, ეს უნდა გავითავისოთ და ყველა უნდა ავიცრათ – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:42 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

 ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია, აცრილი მოქალაქე არ კვდება, ეს უნდა გავითავისოთ და ყველა უნდა ავიცრათ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გარდაბანში, „ქართული ოცნების“ გარდაბნის მერობის კანდიდატის, დავით კარგარეთელის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, აცრის მნიშვნელობაზე გითხრათ. ჩვენ ეხლა ვუსმენთ მეცნიერებს და შემდეგნაირი სურათია გამოკვეთილი, რომ ჩვენ გვინდა- არ გვინდა, ეს ზედმეტი სიჯიუტეც არაფერს არ გვარგებს. ყველა  უნდა ავიცრათ, მეგობრებო. ეს არის ჩვენი უმორჩილესი თხოვნა, მეცნიერების რჩევა, რეკომენდაცია, მოწოდებაც იმიტომ, რომ აცრის გარდა, სხვა რეცეპტი, რესურსი, სხვა არავითარი გამოსავალი არც მთავრობას, არც მსოფლიოს მთავრობებს, არავის არ აქვს. ერთადერთი  გამოსავალი არის აცრა და ხარისხიანი ვაქცინების შეთავაზება, რომელიც შეუძლია მთავრობას. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ისე მიდის საქმე და ზოგადად ვუსმენთ რა ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ექიმებს და მეცნიერებს, შესაძლოა აცრა ან ამის განმეორება ადამიანს დასჭირდეს ყოველ წელს, სანამ ბოლომდე არ დაითრგუნება ეს ვირუსი, რომელიც ძალიან ვერაგი ვირუსია, ვთქვათ ასე, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა. მილიონობით ადამიანზეა საუბარი. მესმის, რომ ძალიან რთული საკითხია. ერთის მხრივ, ჩვენ უნდა მივხედოთ ეკონომიკის განვითარებას, მოქალაქეები შიმშილით არ უნდა გარდაიცვალონ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ყველა თანხმდება და ეს აპრობირებულია უკვე, ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები – ყველაფერი, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია. აცრილი მოქალაქე არ კვდება. ეს უნდა გავითავისოთ ყველამ და ყველა უნდა ავიცრათ. დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია, ჩვენი ყველას დანაკარგია. დღეში ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე შეიძლება ათეული და ასეული ადამიანი გარდაიცვალოს სხვადასხვა მიზეზის გამო, აქედან 20-30% არის კოვიდის გამო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია, დანაკლისია, სამწუხარო ამბავია და ამის პრევენციისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუმსუბუქონ ყოფა.

„იქნება ეს მერი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, რწმუნებული, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ პარლამენტის წევრი, ჩვენ ყველა ამ სულისკვეთებით ვართ, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ყოფა. პრობლემები, რაც აქვთ, ყველაფერი გადავუწყვიტოთ ძალიან მოკლე დროში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და დავალება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved